Tuesday, February 5, 2019

საწრეო მუშაობის რეფლექსია მათემატიკაში სახელწოდებით ,,ნორჩი მათემატიკოსები’’( I სემესტრი)


        
    
 სსიპ  ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
                                    # 173   საჯარო   სკოლა
      საწრეო  მუშაობის რეფლექსია მათემატიკაში  სახელწოდებით ,,ნორჩი მათემატიკოსები’’ ( 1- ლი სემესტრი)                                          
    წრის ხელმძღვანელი: ლიანა  გელოვანი
    მასალები იხილეთ ბმულზე:  http://lgelovani24.blogspot.com/   
    20182019  სასწავლო წლის  პირველ   სემესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა  მათემატიკური  წრის გახსნის თაობაზე. ბლოგზე   დავდე  განცხადება  საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით,შესაბამისი მიზნებითა და  მისაღწევი  შე
დეგებით, რასაც დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მშობელთაგან. მათი  სიტყვიერი მომართვის საფუძველზე მოხდა წრის დაკომპლექტება 18 მოსწავლით.შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე  წრე სახელწოდებით „ნორჩი მათემატიკოსები’’.  მასში გაერთიანებული იყვნენ   II ზ კლასის მოსწავლეები.
  საგნობრივი წრე  მოიცავდა ერთ სემესტრს. დაგეგმივისას  გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა  ესგ-ს მოთხოვნებთან.
 წრის მუშაობის მიზანი: ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები. დააკავშიროს შეკრება გამოკლებასთან და  ერთმანეთთან.  შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 20-ის ფარგლებში. შეძლოს  რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.  გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება.
    საწრეო  მუშაობისას ვიყენებდით მრავალფეროვან  რესურსებსა და  აქტივობებს,  ასევე საინტერესო მეთოდებს
 წრის დაწყებამდე შევეცადე მოსწავლეთათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.   მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე,  წრის ყოველი შეხვედრა იყო საზეიმო და სახალისო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.დაგეგმილი აქტივობები წარიმართა  გეგმის შესაბამისად. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი ენთუზიაზმით  ასრულებდნენ ყველა დავალებას. საკუთარი  მიღწევებიდან გამომდინარე  ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, რაც  ჩემთვის იყო სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
      როგორც წრის წევრები ასევე მათი მშობლები კმაყოფილნი იყვნენ  საწრეო მუშაობის დაგეგმვითა  და ორგანიზებულობით. დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე  შექმნილი იყო კეთილგანწყობილი , სასიამოვნო და სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოსწონთ  მეცადინეობაზე განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. აქვე ისიც უნდა ითქვას,რომ  ჯერ კიდევ დამჭირდება მუშაობა  იმ მიმართულებით,რომ  ყველა მოსწავლემ სრულყოფილად  აღიქვას კონკრეტული საკითხები, რასაც  საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეორე სემესტრშიც გავაგრძელო საწრეო მუშაობა. მოსწავლეებისა და მშობლების დიდი სურვილიც არის განვაგრძოთ მუშაობა მეორე სემესტრში,რასაც აღნიშნავენ კიდეც თავიანთ  შთაბეჭდილებებში, რომელიც თან ახლავს რეფლექსიას .
  წრის მუშაობის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი რესურსები:   ელფის ,,მე მიყვარს მათემატიკა’’  ნაბეჭდი სამუშაოები  როგორც სახელმძღვანელოდან,ასევე სამუშაო რვეულიდან, დაფა, ცარცი, მანიპულატივები,შუქნიშნები და ა.შ. 
   ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათ მშობლები კმაყოფილები დარჩნენ პირველი სემესტრის  შედეგებით. მათ გამოთქვეს  სურვილი, რომ  მომავალი სემესტრიდან  კვლავ განვაგრძოთ საწრეო მუშაობა.
განაცხადი განთავსებულია მისამართზე: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_4.html
სამოქმედო პროგრამის მისამართია: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_78.html
ფოტომასალა განთავსებულია  მისამართზე:  
https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_41.html

წრის ხელმძღვანელი: ლიანა გელოვანი

II ზ კლასი, I სემესტრი, 2018-2019 სასწავლო წელი


    წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარსკოლის და ჩემ  მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია  http://lgelovani24.blogspot.com/    განვათავსე განცხადებასადაც   აღნიშნული იყო წრის  სახელწოდება.  შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი,მიზანიმოლოდინებიმუშაობის დრო)მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე II    კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის.    ასევე მოსწავლეებთან  გამოვაცხადე  წრის  მუშაობის  სავარაუდო დაწყების შესახებშეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში.  კვირაში  1  დღე, ყოველ  პარასკევს  ვატარებდი საწრეო  მეცადინეობებს . ფოტომასალა   ატვირთულია ბლოგზეhttp://lgelovani24.blogspot.com/   
     სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს რეფლექსიაში  თან ერთვის)სემესტრის  ბოლოს  დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისშეფა
სებით წრის მუშაობის   შესახებ. შევადგინე კითხვარი   მოსწავლეებისათვის,  მშობლებს  კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ   თავიან
თი შთაბეჭდილებები.
 გამოკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ  კითხვებზე  დადებითი  პასუხი გასცაკლასის მშობლებმა გამოთქვეს სურვილირომ კარგი იქნება, თუ  კიდევ  გაგრძელდება  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში.
აქვე არის მშობელთა შთაბეჭდილებები: 
             
































Monday, February 4, 2019

საწრეო მუშაობის რეფლექსია ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სახელწოდებით ,,წიგნიერი'' ( I-ლი სემესტრი)


                        სსიპ  ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
                                            # 173   საჯარო   სკოლა

       საწრეო  მუშაობის რეფლექსია ქართულ ენასა და   ლიტერატურაში,  სახელწოდებით ,,წიგნიერი’’  ( 1-ლი სემესტრი)
            წრის ხელმძღვანელი: ლიანა  გელოვანი
            მასალები იხილეთ ბმულზე: http://lgelovani24.blogspot.com/

      20182019  სასწავლო წლის  პირველ   სემესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა  ლიტერატურული წრის შექმნის თაობაზე. მათ   დაინტერესება  გამოხატეს ამ იდეის მიმართ. შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე  წრესახელწოდებით „წიგნიერი’’. მასში გაერთიანებული მყავდა  II ზ კლასის მოსწავლეები.
     წრეზე განსახილველი თემები  წინასწარ იყო  გაწერილირომელიც  ემსახურებოდა  მოსწავლის  როგორც სააზროვნოასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას. მოვაწყე კლასში საკლასო ბიბლიოთეკა. შევთავაზე მათ სახლიდან მოეტანათ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის წიგნები (როგორც თემატურად, ისე ზომისა და ფორმის მიხედვით).მეც ვაწვდიდი ამობეჭდილ თუ ელექტრონულ ვერსიებს წასაკითი მასალისას. ვითვალისწინებდი მოსწავლეთა  შესაძლებლობებსა  და ინტერესებს და ვთავაზობდი  როგორც ქართველი, ისე უცხოელი საბავშვო მწერლების მოთხრობებსა  და იგავ-არაკებს.
  წრეზე მეცადინეობის დროს  მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავდნენ  თუ სხვადასხვას .
     საწრეო მუშაობის მიზანი იყო მხატვრული და არამხატვრული  ტექსტების  გაგებისა  და  გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის  გაძლიერება;ლექსიკური მარაგის  გამდიდრება;ანალიზის,მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის  უნარების  განვითარებისთვის ხელშეწყობა .
     საწრეო  მუშაობისას ვიყენებდი საინტერესო მეთოდებსა და  აქტივობებს ასევე  მრავალფეროვან  რესურსებს.  შეხვედრები  იმართებოდა   კვირაში ერთხელ, პარასკევს,  მეხუთე  გაკვეთილზე. დრო: 15:05-15:50 ( 45 წუთი). ხდებოდა  მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო   გეგმის მოთხოვნების მიხედ-ვით. 
   მოსწავლეები ერთსა და იმავე ვადებში კითხულობდნენ ტექსტს. კითხვის დასრულების შემდეგ ეწყობოდა დისკუსია. ისინი განიხილავდნენ წაკითხულ ცალკეულ ეპიზოდებს, გამოხატავდნენ  თავიანთ შთაბეჭდილებებს, როგორც ნაწარმოების გმირებზე , ისე მათ ავტორებზე. ტექსტის ანალიზის დროს  იკვეთებოდა ნაწარმოებში ასახული პრობლემა და მსჯელობდნენ მათი გადაჭრის გზებზე.
  ყურადღებას ვამახვილებდი სწორ, შეგნებულ და გამომეტყელებით კითხვაზე. ზეპირმეტყველებისა და წერის დროს ვუსწორებდი, როგორც მორფოლოგიურ ისე სინტაქსურ შეცდომებს.ისინი ხალისით ასრულებდნენ ამ დავალებას.
   მუშაობის  განმავლობაში მოსწავლეებს  გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი,ხელი შეეწყოთ კითხვის ტექნიკისა  და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარების განვითარებისათვის.  გაუმჯობესდა მათი წიგნიერების დონე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სამივე მიმარ-თულებით: ზეპირმეტყველება, კითხვა და წერა. გაცილებით მეტ მოსწავლეს შეუყვარდა წიგნი.
ისინიყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზეასრულებდნენ სავარჯიშოებსგაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმიგაიზარდა მათი  ცოდნის დონე. მათ   სურვილი გამოთქვეს სისტემატურად ჩაგვეტარებინა მსგავსი მეცადინეობები.
   ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათ მშობლები კმაყოფილები დარჩნენ პირველი სემესტრის  შედეგებით. მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილების წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა  და ისინი უკვე აქტიური მკითხველები არიან. ეს გამოვლინდა სემესტრის ბოლოს ჩატარებული მკითხველთა თეატრით.მშობლები ნასიამოვნები დარჩნენ თავიანთი შვილების ხილვითა და წარმოდგენით.იხ.ბმული:  https://lgelovani24.blogspot.com/2019/05/blog-post.html
  მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოხატეს  სურვილი, რომ  მომავალი სემესტრიდან  კვლავ განვაგრძოთ საწრეო მუშაობა.
განაცხადი განთავსებულია მისამართზე:https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_60.html

სამოქმედო პროგრამის მისამართია: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_3.html

ფოტომასალა განთავსებულია ბისამართზე:  https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_20.html




     წრის მუშაობის შესახებ  მოსწავლეებისა და მშობლების  გამოკითხვის შედეგების ანალიზი (ქართულის წრე ,,წიგნიერი’’; 1-ლი  სემესტრი)

წრის ხელმძღვანელი: ლიანა გელოვანი

II კლასი, I სემესტრი, 2018-2019 სასწავლო წელი


    
წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარსკოლის და ჩემ  მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია  http://lgelovani24.blogspot.com/    განვათავსე განცხადებასადაც   აღნიშნული იყო წრის  სახელწოდება.  შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი,მიზანიმოლოდინებიმუშაობის დრო)მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე II ზ კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრუ-ლება სკოლასა და მშობელს შორის.    ასევე მოსწავლეებთან  გამოვაცხადე  წრის  მუშაობის  სავარაუდო დაწყების შესახებშეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში.  კვირაში  1 დღე,  ყოველ  სამშაბათს   ვატარებდი საწრეო  მეცადინეობებს. ფოტომასალა   ატვირთულია ბლოგზე:
  http://lgelovani24.blogspot.com/   
     სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს რეფლექსიაში  თან ერთვის),სემესტრის ბოლოს დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლების  შეფასე
ბით წრის მუშაობის შესახებ.შევადგინე კითხვარი   მოსწავლეებისათვის,  მშობლებს  კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ   თავიანთი შთაბეჭდილებები.
  გამოკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ  კითხვებზე  დადებითი პასუხიგასცაასევე მშობლებმა . კლასის მშობლებმა გამოთქვეს სურვილირომ კარგი იქნება, თუკიდევ  გაგრძელდება საწრეო მუშაობა 
ქართულ ენაში.