Sunday, November 4, 2018

სამოქმედო პროგრამა-საწრეო მუშაობა -,,ნორჩი მათემატიკოსები'' - I სემესტრი

     
     

მათემატიკის წრე -,,ნორჩი მათემატიკოსები’’
              სსიპ  ვახტანგ  გზირიშვილის სახელობის ქალაქ  თბილისის  173  საჯარო  სკოლის II კლასის
 ოსწავლეებისათვის2018 წლის ოქტომბრის ბოლო  ორშაბათიდან,  ჩამოყალიბდა უფასო წრე - ,,ნორჩი მათემატიკოსები (I სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანია:
          მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების     ანალიზის უნარის განვითარება. კერძოდ:
         მოსწავლემ შეძლოს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები,        რიცხვითი სახელები,  რაოდენობები და რიგი.  ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,  რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.  განახევროს-გააორმაგოს მოქმედებები.  დააკავშიროს შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.  შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 20-ის ფარგლებში.  შეძლოს  რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდულგანლაგებებს (მიმდევრობებ) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას.  გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
    საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალდეროვან რესურსებსა და აქტივობებს,ასევე საინტერესო მეთოდებს,რაც შექმნის წინაპირობას მოსწავლისათვის მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
           საწრეო შეხვედრები   გაიმართება ყოველი  კვირის სამშაბათს,  მეექვსე გაკვეთილზე.   დრო:
  15:50-    16:35  ხანგძლივობა, 45 წუთი.
   წრის მუშაობას უხელმძღვანელებსდაწყებითი  კლასების  მათემატიკის მასწავლებელი-
ლიანა გელოვანი  .
                 მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა  და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთანშეთანხმებით).   30  ოქტომბერს   ჩავატარეთ პირველი შეხვედრა.
 იხ.საწრეო მუშაობის პროგრამა.  სამუშაოდ ძირითადად გამოვიყენე  ელფის რედაქციით გამოშვებული სახელმძღვანელო-მე მიყვარს მათემატიკა და სხვა.

  წრეში გაერთიანებულია 18  მოსწავლე:

1.ძაბახიზე აკაკი
2.დეკანოიძე ლაზარე
3.შვანგირაძე საბა
4.მეტრეველი ლუკა
5.გოგოლაძე გოჩა-ერეკლე
6.ფაცია ტატო
7.ძიძიგური ნიკოლოზ
8. ახალკაცი გიგა
9.ასანიძე ანასტასია
10.ადამია ცოტნე
11.ნავროზაშვილი გეგა
12.ოთარაშვილი მარიამ
13.ოთარაშვილი ანა
14.ხუციშვილი თეკლა
15.ზაქაშვილი ბარბარე
16.პეტრიაშვილი ანდრია
17.ყაჭეიშვილი დემეტრე
18.მინაშვილი ნიკოლოზი

                  მათემატიკის წრე - ,,ნორჩი მათემატიკოსების’’
                                             საწრეო  მუშაობის პროგრამა
                                                I სემსესტრი

წრის ხელმძღვანელი:  ლიანა  გელოვანი
სამიზნე ჯგუფი: II  კლასის მოსწავლეები
მიზანი:მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების     ანალიზის უნარის განვითარება. კერძოდ: მოსწავლემ შეძლოს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი. ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და  შეკრება-გამოკლების მოქმედებები. განახევროს-გააორმაგოს მოქმედებები. დააკავშიროს შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.  შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 20-ის ფარგლებში.შეძლოს  რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.  გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება.
სასწავლო წელი:  2018-2019

 
განსახილველი საკითხები, გამოყენებული მეთოდები
მიზანი
გამოყენებული რესურსები
თარი
ღი
1.
შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში. შედარება,მიმდევრობები-
გამეორება და გამტკიცება
1-დან 20-მდე რიცხვების თანმიმ
დევრობით დალაგება და ჩაწე-რა;
შედარების ნიშნების სწორად ჩასმა;
7-დან 10-მდე რიცხვების შემად
გენლობის შევსება.პირველ და მეორე ათეულში შეკრებისა და გამოკლების ანალოგიური მაგა-ლითების ამოხსნა.ნიმუშის მიხედვით წესების ამოცნობა და მიმდევრობის გაგრძელება.
გადაღებული მასალები,დაფა,ცარცი,სამუშაო რვეული,
თვალსაჩინოება-მანიპულატივები,მაგნიტური ისრები
30.10.18.
2.
შეკრება-გამოკლება ოცის ფარგლებში,ათეულის გავლით. გამეორება და განმტკიცება-წარმოდგენა;ამოცანების ამოხსნა. პრობლემის
 გადაჭრა.
ოცის ფარგალში ანგარიშის უნარების შემოწმება და გაუმჯობესება.შეკრება-გამოკ-ლების მაგალითების ამოხსნა ორივე ათეულში ანალოგიური მაგალითების დახმარებით.
შეკრება-გამოკლების მაგალითე-ბის ამოხსნა ათეულის გავლით.
ტოლობებში გამოტოვებული რიცხვების ჩასმა;სამი ურთი-ერთდაკავშირებული რიცხვის-გან მაგალითების  ოჯახის შედ-გენა, ცხრილების შევსება.
გადაღებული მასალა,დაფა,
ცარცი,სამუშაო რვეული, სამუშაოები გადაღებული ინდივიდუალურად სამუშაოდ.
თვალსაჩინოება-
მანიპულატივები,მაგნიტური ისრები.
06.11.
18.
3.
გამეორება და გამტკიცება-წარმოდგენა.ამოცანების ამოხსნა.
ოცის ფარგალში ანგარიშის უნა-რების შემოწმება და გაუმჯო-ბესება.შეკრება-გამოკლების მაგალითების ამოხსნა ორივე ათეულში  ნიმუშის მიხედვით. ერთეულის მიმატება-გამოკლე-ბა და მაგალითების შევსება ორივე ათეულში.საანგარიშო კედლის ამოხსნა.
გადაღებული მასალა,დაფა,ცარცი,სამუშაო რვეული,
თვალსაჩინოება
მანიპულატივები,მაგნიტური ისრები
13.11.
18.
4.
გამეორება-გამტკიცება;
კომუნიკაცია,
წარმოდგენა,
არგუმენტაცია

ოცის ფარგალში ანგარიშის უნა-რების შემოწმება და გაუმჯობე-
სება.შეკრება-გამოკლების მაგა-ლითების ამოხსნა ორივე ათე-ულში ნიმუშების მიხედვით.
მაგალითების ამოხსნა შებრუნე-ბული მოქმედებით.უცნობი რიცხვის პოვნა.საანგარიშო კედ-ლის ამოხსნა.
გადაღებული მასალა,დაფა,ცარცი,სამუშაო რვეული,
თვალსაჩინოება
20.11.
18.
5.
გამეორება-გამტკიცება;
კომუნიკაცია,
წარმოდგენა,
პრობლემის გადაჭრა

მაღაზიობანას თამაში. საგ-ნების დასახელება და ფასის მიხედ-ვით დალაგება. მონეტებისა
და ბანკნოტების დალაგება მათი ღირებულების მიხედვით.
ლარების შეკრება.დავალების რვეულში ჩაწერა.უკან დაბრუ
ნებული თანხის რაოდენობის დადგენა.
გადაღებული მასალა,დაფა,ცარცი,სამუშაო რვეული,
თვალსაჩინოება
27.11.
18.
6.
გამეორება და წარმოდგენა.
კომუნიკაცია.წარდგენა,ამოცანების ამოხსნა.
რიცხვების გროვებით გამო
სახვა.გამოყენებითი ამოცა-
ნების მენიუს დახმარებით ამოხსნა,შესაბამისი სახლისო ამოცანების მოფიქრება.ერთი სავარჯიშოს სხვადასხვა შე
საძლებლობის პოვნა.ცხრილის შევსება.მიმდევრობის ამოცნობა.
გადაღებული მასალა.დაფა,ცარცი,სამუშაო რვეული,
თვალსაჩინოება
04.12.
18.
7.
გროვები ასის ფარგლებში.
საგნების დათვლა ასის ფარ-გლებში.წესებისა და დახმა-რების პოვნა დათვლის გასა
ადვილებლად. ათეულების გროვებად დაჯგუფების, რო-გორც თანრიგების სისტემის საფუძვლის ამოცნობა.
დაფა,ცარცი,სა-მუშაო რვეული,
თვალსაჩინოება
11.12.
18.
8.
ათეულები
100-მდე რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა სახით.ათეულებისა და რიცხვითი სახელების წაკითხვა.ათეულების შედარება და დაჯგუფება შედარების ნიშნების (>,<,= )  გამოყენება.

18.12.
18.
9.
რიცხვების წაკითხვა.
რიცხვების წაკითხვა.ორნიშნა რიცხვების წაკითხვა მკაფი
ოდ,სწორად წარმოთქმა.რიც-ხვების წარმოდგენის სხვადას-ხვა  შესაძლებლობის გამოყე-ნეა.ორნიშნა რიცხვების დამხმა-რე მასალით წარმოდგენა.სიტ-
ყვიერად ჩაწერილი ორნიშნა რიცხვების დაჯგუფება რიცხვი-თი ლენტის ორნიშნა რიცხვებთან.
გადაღებული მასალა.დაფა,ცარცი,სამუშაო რვეული,
თვალსაჩინოება
25.12.
18.

            პირველი საწრეო მუშაობა მათემატიკაში -30.10.18.
    ჩატარდა  პირველი საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი მუშაობის მიზნები. ის თუ რას ემსახურებოდა საერთოდ საწრეო საქმიანობა. კერძოდ, აზროვნების, მსჯელობის,  შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების  ანალიზის უნარის განვითარებას . გავაცანი ისიც, რომ მუშაობისას გამოვიყენებდით  მრავალფეროვან  რესურსებსა და  აქტივობებს,  ასევე საინტერესო მეთოდებს,რაც შექმნიდა წინაპირობას   მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობოდა მიღებული  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
 მოსწავლეებს გავაცანი დასამუშავებელი თემა. კერძოდ: შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში. შედარება, მიმდევრობები-გამეორება და  გამტკიცება.  გავაცანი ის მიზნები  ,რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი  ამ მეცადინეობაზე.კერძოდ: 1-დან 20-მდე რიცხვების თანმიმდევრობით დალაგებასა და ჩაწერას; შედარების ნიშნების სწორად ჩასმას; 7-დან 10-მდე რიცხვების შედგენილობის გამოყენებას. პირველ და მეორე ათეულში შეასრულებდნენ შეკრებისა და   გამოკლების მოქმედებებს ანალოგიური მაგალითების ამოხსნების მიხედვით. შეძლებდნენ ნიმუშის მიხედვით წესების ამოცნობასა და მიმდევ
რობის გაგრძელებას.
   მასალა დავწერე დაფაზე. რამდენიმე ბავშვი მორიგეობით კითხულობდა ხმამაღლა სავარჯიშოს,ამბობდა პასუხებს და ასაბუთებდა. დანარჩენები  ,,დიახ-არა  ბარათების’’ საშუალებით  გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს,თან მუშაობდნენ თავიანთ რვეულებში. ბავშვებისთვის სამუშაოები დაქსეროქსებულიც მქონდა და მასაც  იყენებდნენ. მათ ამ გაკვეთილზე შეძლეს 1-დან 25-მდე დათვლა და ამ რიცხვების ჩაწერა.იპოვეს მოცემული რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვები 20-ის ფარგლებში. ჩასვეს შედარების ნიშნები რიცხვებს,რიცხვსა და შეკრებას შორის.რიცხვები 7,8,9 და 10 დაშალეს შემადგენელ ნაწილებად  სხვადასხვა გზით.მონაცვლეობით მოცემული მქონდა პირველი ან მეორე შესაკრები და ჩასვეს უცნობი მეორე შესაკრები. პირველი და მეორე  ათეულის შეკრებისა და გამოკლების მაგალითები ამოხსნეს ცხრილში. ვიმუშავეთ შაბლონებით, გამოვიყენეთ დაფაზე დახაზული საანგარიშო ცხრილი.
   მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ საწრეო მუშაობით. აღფრთოვანებულები იყვენენ სავარჯიშოებით, კერძოდ  ცხრილებზე მუშაობით. გამოხატავდნენ სიხალულს მომავალი მეცადინეობის მიმართ.  


                 მეორე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში -  06.11.18.
    ჩატარდა  მეორე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდ: შეკრება -  გამოკლება ოცის ფარგლებში,ათეულის გავლით. გამეორება და განმტკიცება-წარმოდგენა;ამოცანების ამოხსნა. პრობლემის გადაჭრა. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდ:  ოცის ფარგალში ანგარიშის უნარების შემოწმება და გაუმჯობესება. შეკრება -გამოკლების მაგალითების ამოხსნა ორივე ათეულში ანალოგიური მაგალითების დახმარებით. შეკრება-გამოკლების მაგალითების ამოხსნა ათეულის გავლით. ტოლობებში გამოტოვებული რიცხვების ჩასმა;სამი ურთიერთდაკავშირებული რიცხვისგან მაგალითების  ოჯახის შედგენა, ცხრილების შევსება.საანგარიშო კედლების ამოხსნა.მიღებული ცოდნის ამოცანების ამოხსნაში გამოყენება.
 სავარჯიშოები დავწერე დაფაზე. დაქსეროქსებული სამუშაოებიც დავურიგე მოსწავლეებს. რამდენიმე ბავშვი მორიგეობით კითხულობდა სავარჯიშოებს და პასუხებს ზეპირად წარმოთქვამდა,თან ასაბუთებდა როგორ მიიღო ეს პასუხი. სხვები ,,დიახ-არა ბარათების ‘’ საშუალებით გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს.ნებისმიერ ბავშვს შეეძლო წარმოდგენის ისეთი ფორმის მოძებნა,რომლის დახმარებითაც ამოხსნიდა მაგალითებს.
  შევასრულეთ შედეგი სახის სამუშაოები:1.მაგალითები უნდა გადაეწერათ რვეულში,ქვეშ მიეწერათ პირველი ათეულის ანალოგიური მაგალითი ( ძირითადი მაგალითი) და შემდეგ ეანგარიშათ.ამის შემდეგ ამოხსნიდნენ თავად მაგალითს,რომელიც მეორე ათეულშია და დახმარებისათვის იყენებდნენ ანალოგიურ მაგალითს. 2. ამოხსნეს შეკრებისა და გამოკლების მაგალითები  20-ის ფარგლებში. გამოთვლები შეასრულეს  ნიმუშის მიხედვით. ჩანახატით. კერძოდ,შეავსეს 10-მდე და დაუმატეს დარჩენილი ნაწილი. გამოკლების მაგალითები გადახაზვით შეასრულეს. ზოგიერთი  ზეპირად   ან დამხმარე მასალის,თვალსაჩინების საშუალებით ამოხსნეს. ამოხსნის გზას თვითონ ირჩევდნენ. 3.იწერდნენ მაგალითებს და ავსებდნენ გამოტოვებულ ადგილებს. საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ დამხმარე მასალას. 4. ყოველი სამი რიცხვისთვის უნდა მოეფიქრებინათ შეკრებისა და გამოკლების 2-2 მაგალითი ნიმუშის მიხედვით. ასევე  ხვდებოდნენ,რომ პირველი ორი რიცხვის ჯამი წარმოადგენს მესამე რიცხვს. 5.ასრულებდნენ გამოთვლებს  საანგარიშო  კედლებზე. კერძოდ: კედლის თითოეული აგური შეესაბამებოდა ორ უჯრას. 6. მიღებული ცოდნა გამოიყენეს  ამოცანების   ამოხსნი
სას.
  მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ საწრეო მუშაობა .ისინი ხალისით ერთვებოდნენ სამუშაოების შესრულებაში. 


                 მესამე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში -  13.11.18.
    ჩატარდა  მესამე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდგამეორება და გამტკიცება-წარმოდგენა.ამოცანების ამოხსნა. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდოცის ფარგალში ანგარიშის უნარების შემოწმება და გაუმჯობესება.შეკრება-გამოკლების მაგალითების ამოხსნა ორივე ათეულში  ნიმუშის მიხედვით ჩანახატის გარეშე. ერთეულის მიმატება-გამოკლება და მაგალითების შევსება ორივე ათეულში. საანგარიშო კედლის ამოხსნა. მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
      უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი მოცემულ სამუშაოებს. შეძლეს  მიზნით გათვალისწინებული სამუშოების შესრულება და შედეგზე გასვლა.
      მოსწავლეებს  მოწონთ ასეთი  მუშაობა და სიხარულით ელოდებიან მომავალ საწრეო მუშაობას.

             მეოთხე  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში -  20.11.18.
 ჩატარდა  მეოთხე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი დასამუშავებელი თემა. კერძოდ: გამეორება-გამტკიცება; კომუნიკაცია, წარმოდგენა, არგუმენტაცია. გავაცანი ის მიზნები , რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი  ამ მეცადინეობაზე. კერძოდ:ოცის ფარგალში ანგარიშის უნარების შემოწმება და გაუმჯობესება. შეკრება-გამოკლების მაგალითების ამოხსნა ორივე ათეულში ნიმუშების
მიხედვით.მაგალითების ამოხსნა შებრუნებული მოქმედებით. უცნობი რიცხვის პოვნა. საანგარიშო კედლის ამოხსნა.
 მოსწავლეებმა შეძლეს გამოთვლა, ასევე უცნობი რიცხვის პოვნა შებრუნებული მოქმედებით,შესაკრებებისთვის ადგილების შეცვლა და გამოთვლა. ორი რიცხვის შეკრებით ჯამის პოვნა ათეულზე გადასვლით,  რვეულში საანგარიშო კედლების ჩახაზვა  და ამოხსნა.  
   უნდა ითქვას,რომ მოსწავლეებმა მშვენივრად გაართეს თავი სამუშაოებს და ახარებდათ ერთმანეთის  წარმატებები.
   ისინი სიხარულით ელოდებიან შემდეგ საწრეო მუშაობას.   


       მეხუთე  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში -  27.11.18.
  ჩატარდა  მეხუთე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდ:გამეორება-გამტკიცება;კომუნიკაცია,წარმოდგენა,პრობლემის გადაჭრა.მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდოცის ფარგალში ანგარიშის უნარების შემოწმება და გაუმჯობესება. მაღაზიობანას თამაში. საგნების დასახელება და ფასის მიხედვით დალაგება. მონეტებისა და ბანკნოტების დალაგება მათი ღირებულების მიხედვით.ლარების შეკრება.დავალების რვეულში ჩაწერა.უკან დაბრუნებული თანხის რაოდენობის დადგენა.
 მოსწავლეებს სამუშაოები დავუწერე დაფაზე.ასევე დავურიგე ნაბეჭდი მასალა. მათ ისაუბრეს ამ გვერდზე მოცემულ სურათზე, დაასახელეს საგნები, მათი ფასები. იმსჯელეს გადახდის შესაძლებლობებზე. ამის შემდეგ წამოვწიეთ  წინ ქმედება-ყიდვა. გაითამაშეს ყიდვა-გაყიდვის სიტუაცია. რამდენიმე ბავშვი ყიდის, სხვები ყიდულობენ. ისაუბრეს რა თანხა უნდა დაბრუნონ უკან და ასრულებდნენ სათანადო ჩანაწერებს. პირველ სავარჯიშოში ბავშვები ყიდულობდნენ საგნებს .ფასები ზუსტად უნდა დაედგინათ და ამის შემდეგ ჩაეწერათ რვეულებში.  მეორე   სავარჯიშოში ისინი იხდიდნენ 10 ლარიანი ბანკნოტით და იღებდნენ ხურდას. მესამეში  სავარჯიშოში 20 ლარიანი  ბანკნოტით იხდიან . მეოთხე სავარჯიშო კი  20 ლარიანი კუპიურით  ყიდვის რამდენიმე შესაძლებლობის პოვნის საშუალებას იძლევა .
     დამატებით მივეცი ასევე სამუშაოები შესასრულებლად  ფურცლებზე ნაბეჭდი სახით.
    მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სამუშაოები. ისინი სიხარულით ელიან შემდეგ საწრეო მუშაობას.

               მეექვსე   საწრეო მუშაობა  მათემატიკაში -  04.12.18.
  ჩატარდა  მეექვსე  საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდ:გამეორება-გამტკიცება;კომუნიკაცია,წარმოდგენა, ამოცანების ამოხსნა. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდრიცხვების გროვებით გამოსახვა.გამოყენებითი ამოცანების მენიუს დახმარებით ამოხსნა, შესაბამისი სახლისო ამოცანების მოფიქრება.ერთი სავარჯიშოს სხვადასხვა შესაძლებლობის პოვნა.ცხრილის შევსება.მიმდევრობის ამოცნობა.
  მოსწავლეებს დაფაზე  დავუწერე სამუშაოები და ნაბეჭდი სახითაც დავურიგე.  ისინი რიგ-რიგობით კითხულობდნენ და ზეპირად მსჯელობდნენ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შემდეგ კი წერილობითაც ასრულებდნენ რვეულებში  ან სამუშაო ფურცელზე, სურვილის მიხედით. გამოყენებული იქნა დისკუსია მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის. მათ ეს სამუშაოები ძალიან მოეწონათ.

        მეშვიდე  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში 11.12.18. 
 ჩატარდა  მეშვიდე   საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდ:გროვები ასის ფარგლებში. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდსაგნების დათვლა  ასის ფარგლებში. წესებისა და დახმარების პოვნა დათვლის გასაადვილებლად. ათეულების გროვებად დაჯგუფების, როგორც თანრიგების სისტემის საფუძვლის ამოცნობა  და წარმოდგენა.რიცხვების ,როგორც ათეულისა და ერთეულების ჯამის,გრაფიკულად ( ორი სახით : 3 ათ.+ 4 ერთ.=30+4) და ციფრების მიმდევრობად წარმოდგენა.
   მოსწავლეებს დაფაზე  დავუწერე სამუშაოები და ნაბეჭდი სახითაც დავურიგე.  ისინი საგნებს აჯგუფებდნენ ათეულებად ან ხუთეულებისაგან შემდგარი ათეულებისაგან, რადგან ასე უფრო მოსახერხებელია დათვლა.
   მათ პირველ სავარჯიშოში ამოიცნეს და დაითვალეს  ათეულების გროვები  და ცალკეული საგნები  ზეპირად. აღმოაჩინეს, რომ კიდევ შეიძლება ათეულების შედგენა და შეადგინეს მთლიანი რადენობები.
მეორე სამუშაოში  ფიგურები დააჯგუფეს ათეულებად. კერძოდ შემოხაზეს.
 მესამე სამუშაოში დაითვალეს ათეულებად გროვები.
მე-4 და მე-5 სამუშაოებში  ბავშვებმა  დათვლის საკუთარი ვერსიები წარუდგინეს კლასს. უპირატესობა მიენიჭა დათვლის მოხერხებულ იდეებს( კარგად დათვლად გროებს).    
   მოსწავლეებს მოეწონათ პრაქტიკული მუშაობა და ხალისით ჩაერთვნენ სამუშაოების შესრულებაში. ისინი სიხარულით  ელოდებიან შემდეგ საწრეო მუშაობას.
          მერვე  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში 18.12.18. 
  ჩატარდა  მერვე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდ:  ათეულები. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე, კერძოდ:100-მდე რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა სახით.ათეულებისა და რიცხვითი სახელების წაკითხვა.ათეულების შედარება და დაჯგუფება შედარების ნიშნების (>,<,= )  გამოყენება.  
        მოსწავლეებს დაფაზე  დავუწერე სამუშაოები და ნაბეჭდი სახითაც დავურიგე.  ისინი ათეულების ველებს აკავშირებდნენ შესაბამის რიცხვთან და დასახელებასთან.მოცემული ათეულები  დაალაგეს  ზრდის მიხედვით. ჩაწერეს  უტოლობის ნიშნები რიცხვებს შორის და შეადარეს  ათეულები, ბოლოს კი მოცემულ უტოლობებში ჩაწერეს რიცხვები. სამუშაოს ბოლოს იმ მიზნით თუ რამდენად აითვისეს მასალა, წყვილებში ერთი კითხულობდა წითლად დაწერილ რიცხვს, შემდეგ ლურჯად დაწერილს, მეორე კი პოულობდა ამ რიცხვებს. შემდეგ იცვლებოდნენ მეწყვილეები. ბოლოს მივეცი საშინაო დავალება სახლში შესასრულებლად.
      მოსწავლეებს მოეწონათ პრაქტიკული მუშაობა და ხალისით ჩაერთვნენ სამუშაოების შესრულებაში. ისინი სიხარულით  ელოდებიან შემდეგ საწრეო მუშაობას.

        მეცხრე  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში 25.12.18. 
  ჩატარდა  მეცხრე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა. კერძოდ:რიცხვების წაკითხვა.
   მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე, კერძოდ: ორნიშნა რიცხვების წაკითხვა მკაფიოდ,სწორად წარმოთქმა.რიცხვების წარმოდგენის სხვადასხვა  შესაძლებლობის გამოყენება.ორნიშნა რიცხვების დამხმარე მასალით წარმოდგენა. რიცხვითი სახელების წაკითხვა და რიცხვების სახით სწორი თანმიმდევრობით ჩაწერა: ჩაწერასა და წაკითხვას შორის განსხვავებაზე ყურადღების გამახვილება.სიტყვიერად ჩაწერილი ორნიშნა რიცხვების დაჯგუფება რიცხვითი ლენტის ორნიშნა რიცხვებთან.
   ბავშვები მიხვდნენ,რომ 3 ათეული 30-ს ნიშნავს. ერთეულის ადგილზე 3 კი 3 ერთეულს. ორნიშნა რიცხვების ჩაწერისას ჯერ ათეულის რიცხვი უნდა ჩავწეროთ, შემდეგ კი ერთეულის  რიცხვი.  სამუშაოები შეასრულეს  როგორც დაფაზე,ისე სამუშაო რვეულებში,ზეპირად წყვილებში.ყველა სამუშაო სრულდებოდა   ნიმუშის მიხედვით.
     ბავშვებს მოეწონათ საწრეო მუშაობა და სურვილი გამოთქვეს მეცადინეობები  მეორე სემესტრშიც განაგრძონ.    
                                                  
                             

No comments:

Post a Comment