Sunday, November 4, 2018

განაცხადი.საწრეო მუშაობა მათემატიკაში-,,ნორჩი მათემატიკოსები''-I სემესტრი

       
     სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ  თბილისის    #173  საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებისათვის,  2018 წლის ოქტომბრის ბოლო  ორშაბათიდან,  იწყებს  მუშაობას  უფასო  მათემატიკური წრე - ,,ნორჩი მათემატიკოსები (I სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანია:
      მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლე ნებისა და ფაქტების     ანალიზის უნარის განვითარება. კერძოდ:
 მოსწავლე შეძლებს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები,  რაოდენობები და რიგი.  ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,  რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.  გაანახევროს-გააორმაგოს მოქმედებები.  დააკავშიროს შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.  შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 20-ის ფარგლებში.  შეძლოს  რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდულგანლაგებებს (მიმდევრობებ) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას.  გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
  საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს,ასევე საინტერესო  მეთოდებს, აც შექმნის წინაპირობას მოსწავლისათვის მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
   საწრეო შეხვედრები   გაიმართება ყოველი  კვირის სამშაბათს,  მეექვსე გაკვეთილ-
ზე.   დრო: 15:50-    16:35  ხანგძლივობა, 45 წუთი.
წრის მუშაობას უხელმძღვანელებს  დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლე-
ბელი-ლიანა გელოვანი  .

No comments:

Post a Comment