Sunday, November 4, 2018

სამოქმედო პროგრამა-საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში-,,წიგნიერი'' -I სემესტრი

     
ლიტერატურული წრე -,,წიგნიერი“
      სსიპ  ვახტანგ  გზირიშვილის სახელობის ქალაქ  თბილისის  #173  საჯარო  სკოლის II კლასის მოსწავლეებისათვის,  2018 წლის ოქტომბრის ბოლო  ორშაბათიდან,  ჩამოყალიბდა უფასო ლიტერატურული  წრე ,,,წიგნიერი’’ (I სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანიამხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგებისა  და   გააზრების უნარის განვითარება;კითხვის ტექნიკის გალიერება;ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის, მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარების   განვითარებისთვის ხელშეწყობა .
      საწრეო  მუშაობისას გამოვიყენებთ საინტერესო მეთოდებსა და  აქტივობებს,  ასევე  მრავალფეროვან რესურსებს.  შეხვედრები  გაიმართება  კვირაში ერთხელ, პარასკევს,  მეხუთე გაკვეთილ-ზ.  დრო: 15:05-15:50 ( 45 წუთი).
      წრის მუშაობას ხელმძღვანელებს:დაწყებითი კლასების ქართული ენისა და  ლიტერატურის 
მასწავლებელი-ლიანა გელოვანი  .
       მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა  და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთან შეთანხმებით). 2 ნოემბერს ჩავატარეთ პირველი შეხვედრა.

      წრეში გაერთიანებულია 24 მოსწავლე:

1.ფოცხვერაშვილი ნინო
2.ფოცხვერაშვილი გიორგი
3.ოთარაშვილი ანა
4.ოთარაშვილი მარიამი
5.დეკანოიძე ლაზარე
6.ბლიაძე თომა
7.თხელიძე ელენე
8.ძაბახიძე აკაკი
9.ყაჭეიშვილი დემეტრე
10.შვანგირაძე საბა
11.მინაშვილი ნიკოლოზ
12.ხუციშვილი თეკლა
13.მეტრეველი ლუკა
14.გოგოლაძე  გოჩა-ერეკლე
15.ფაცია ტატო
16.მანწკავა მერაბ
17.ნონიაშვილი ალექსანდრე
18.ზაქაშვილი ბარბარე
19.ახალკაცი გიგა
20.ასანიძე ანასტასია
22.ადამია ცოტნე
22.ნავროზაშვილი გეგა
23.ძიძიგური ნიკოლოზ
24.პეტრიაშვილი ანდრია


                                         ლიტერატურული წრე -  ,,წიგნიერი’’
საწრეო მუშაობის პროგრამა
                                                              I სემესტრი                    

წრის ხელმძღვანელი: ლიანა  გელოვანი
სამიზნე ჯგუფი: II   კლასის მოსწავლეები
მიზანი: მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება - გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის გაძლიერება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის, მსჯელობისა, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის  უნარების განვითარება. წიგნიერების კულტურის ამაღლება: კერძოდ: წიგნის მოყვარული ადამიანები გაიღრმავებენ   ნაწარმოების შესახებ ცოდნას და იგრძნობენ   წაკითხვით მიღებულ სიამოვნებას. საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლეებმა  თანდათანობით შეძლონ წიგნების შერჩევა, წაკითხვისათვის დროის შერჩევა, დისკუსიების წარმართვა და მათში ეფექტურად მონაწილეობა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება.
სასწავლო წელი:  2018-2019

 
განსახილველი საკითხები, გამოყენებული მეთოდები
მიზანი
გამოყენებული რესურსები
თარიღი
1.
საწრეო  მუშაობის მიზნებისა და პროგრამის გაცნობა; მასწავლებ
ლის მიერ  მისთვის  საყვარელი ნაწარმოების გაცნობა  მოსწავლე
თათვის. მოდელირება.  წასაკით
ხი თემის წარდგენა : ,,სულეიმან მეფე და ბრძენი წერო’’-(ინდური
ზღაპარი) ფოლკლორი.თარგმანი ინდურიდან - ნ.თოფჩიშვილი,
თ.ჭავჭავაძე.
მეთოდები:  წაკითხვამდე   - ,,გონებრივი იერიში’’,შეკითხვის დასმა.  კითხვისას-,, მართული კითხვის/მოსმენისა და  გააზრების აქტივობა’’.
წაკითხვის შემდეგ- დისკუსია: სწორად მოიქცა სულეიმან მეფე წყალი რომ არ დალია?
საშინაო დავალება: წერილის მიწერა სულეიმან მეფისადმი.
მოსწავლემ შეძლოს გააზრების შესაბამისი სტრატეგიების გამო
ყენება;ექსპლიციტური და იმპლი
ციტური ინფორმაციების მოძი
ება; მარტივი თხრობითი  ტექ
სტის დაწერა.
ნაბეჭდი ტექსტები, მართული კითხვისა და გააზრების სქემა;
რვეული, კალამი.
02.11.18.
2.
გოდერძი ჩოხელი -,,caswavala’’.
 შეკითხვა: რა იციან ან გაუგიათ   სიტყვის ,,წასწავალას’’ შესახებ?
პაუზებით კითხვა. გმირის რუკა.
საშ. დავალება: შემდეგი შეხვედ
რისთვის მოიფიქრონ კითხვები ავტორისა და ცასწავალას შესა
ხებ.
მოსწავლე შეძლებს თხრობითი ტექსტის უკეთ გააზრებასა და სიღრმისეულად დამუშავებას;
ხელი შეეწყობა კრიტიკული  აზ
როვნების განვითარებას; ასევე კითხვების დასმის, ვარაუდების გამოთქმისა   და არგუმენტირებუ
ლი მსჯელობის უნარების განვი
თარებას;
ფორმატი და თაბა-ხის ფურცლები, რომლებზეც გამო-სახული იქნება ვა
რაუდების სქემა
; გმირის რუკა.
09.11.18.
3.
ზღაპრის დაწერა   (მეთოდი-ზღაპრის, მოთხრობის ჩარჩო).  სას.დავალება: სურვილით, ნიმუშის მიხედვით დაწერონ ზღაპრები.
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება; წერითი მეტყველების განვითარება.
ფორმატი, მარკერი, რვეულები, კლმები, ფანქრები.
16.11.18.
4.
,,ის კი არ აის გმირობა’’-ვაჟა - ფშაველა.
მეთოდები: ,,დაფიქრდი - დაწ-
ყვილდი-გაუზიარე;შეკითხვის დასმა - როგორი ადამიანი ჩაით
ვლება ნამდვილ ვაჟკაცად?
დისკუსია, კითხვის პროცესის დროს ყურადღების გამახვილება შეკითხვაზე: რა მიაჩნია ავტორს ბიჭობად?  ტექსტის თითოეული სტროფის დამუშავება.ორსვეტია
ნი დღიურის  შევსება.დისკუსია- ვინ იგულისხმებიან  ამ  ლექსში, მხოლოდ ბიჭები  თუ სხვა ადამი
ანებიც? წაკითხვის შემდეგ- ესე: რა არის ჩემთვის ბიჭობა. პრეზენტაცია.
საშ.დავ-ბა. შემდეგი შეხვედრის
თვის მოიფიქრონ კითხვები  ავ
ტორისადმი.    პრეზენტაცია. სურვილის მიხედვით   წაიკით
ხონ  და  დაამუშაონ   თითო-თითო ლექსი.
საკუთარი აზრისა და დამოკი-დებულების  გამოხატვა წაკით
ხული ტექსტის მიმართ;  სხვა-
დასხვა ხასიათის ტექსტების წერა.



ნაბეჭდი ტექსტები.
რვეულები, კალმები.
სქემა :,,ორსვეტიანი დღიური’’


23.11.18.
5
სასაცილო ჩხუბი-იაკობ გოგებაშ
ვილი.
მეთოდები: მაპროვოცირებელი კითხვა:  რა წაგიკითხავს ან გაგი-
გონია ვეფხისტყაოსანზე?’’ვინ არის ,,ვეფხისტყაოსნის’’ ავტორი?
,,მართული(ორიენტირებული) კითხვის აქტივობა-ტექსტის ჩუ
მად წაკითხვა ნაწილ-ნაწილ, წი
ნასწარ დასმული კითხვების შემ
დეგ.წაკითხვის შემდეგ  დედააზ
რის გაგებაზე  მიმართული შეკითხვები ბლუმის ტაქსონომი
ის მიხედვით.
საშ.დავალება-,,როგორ გაგრძელდება მოთხრობა? -დაწერონ.



ტექსტის გაგება-გააზრება. კით
ხვა-პასუხი. ანალიზისა და ლოგი
კური აზროვნების განვითარება.
წერითი მეტყველების განვითა-რებისთვის ხელშეწყობა.
ტექსტი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები, რვეული, კალამი
30.11.18.
6.
უჩინმაჩინი ტონინო  მცირე დის-კუსია, სიტყვების გამომძიებელი, კითხვები და პასუხები,დისკუ-
სია.
სხვადასხვა სირთულის ტექსტე
ბის წაკითხვა; საკუთარი დამოკი
დებულების გამოხატვა.მარტივი თხზულების დაწერა.
ნაბეჭდი ტექსტები. რვეული,კალამი.
07.12.18.
7.
სულხან-საბას  იგავ-არაკები.
მეთოდები: ,,მართული(ორიენტი
რებული) კითხვის აქტივობა-ტექსტის ჩუმად წაკითხვა ნაწილ-ნაწილ, წინასწარ დასმული კითხვების შემდეგ.წაკითხვის შემდეგ  დედააზრის გაგებაზე  მიმართული შეკითხვები ბლუ მის ტაქსონომიის მიხედვით.
გაგება-გააზრება. უნარ-ჩვევების განვითარება;თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარება
ნაბეჭდი ტექსტები. რვეული,კალამი.
14.12
8.
ი.გოგებაშვილის  ,,კეთილი ამხანაგები’’. მაპროვოცირებელი შეკითხვის  დასმა. ლექსიკური ერთეულების  წინასწარი გაცნო
ბა. შესაძლო წინადადებები საკ
ვანძო სიტყვების გამოყენებით. ტექსტის კონსტრუირება.ინდი
ვიდუალური ჩუმი  კითხვა. მუ
შაობა ტექსტთან  და  სქემების შევსება. დისკუსია. გასვლითი ბარათები.
საშ.დავალება-მსგავსი წესით დაამუშაონ ლელა ქისტაურის-,,ბაბუაწვერა’’ და სხვა.
ტექსტის პერსონაჟების მარტი
ვად დახასიათება.ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება.გმირის რუკის შევსება.
თაბახის ფურცელ
ზე   დაბეჭდილი ტექსტი;  პერსონაჟის  რუკ -სქემა. კალამი.ცარცი, და-
ფა.
21.12
9.
პატარა სოფლის  პატარა სკოლა.
წაკითხვამდე-ინტერაქცია. კით
ხის დროს - მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვა ნაწილ-ნაწილ და კითხვების დასმა .არგუმენტი
რებული პასუხები.  წაკითხვის
შემდეგ  ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად  შეკითხვების დასმა .აქტივობა-,,მხიარული ბანქო’’:  მარცვლებისაგან სიტყვების,ხო-ლო სიტყვებისგან წინადადებე-ბის აწყობა.
შეჯამება.
მოსმენილის გაგება-გააზრება,
დასკვნის გამოტანა.
ნაბეჭდი ტექსტი.
ასაწყობი მარცვლე
ბი და სიტყვები. დაფა,ცარცი,კალამი და რვეულები.
28.12


            საწრეო   მუშაობის  პირველი დღე :   02.11.2018.
                                                               
     მოსწავლეებს გავაცანი საწრეო  მუშაობის მიზნები. ავუხსენი, რომ არსებობს მეთოდი/სტრატე
გიაც  კი ,, ლიტერატურული წრე’’,  რომელიც  ხელს უწყობს  წაკითხული ტექსტის  გაგებასა და გააზრებას. ამასთან იზრდება მოტივაცია , შთაბეჭდილებებისა და აზრების როგორც ჯგუფში,ისე მთელ კლასთან  გაზიარება-განხილვის სურვილი.  შემდეგ კი გავაცანი მათ ჩემი საყვარელი წიგნი,რომელსაც ვკითხულობდი დაახლოებით მათ ასაკში. ვესაუბრე რა  მომწონდა მასში, რა არა და რატომ  და ა.შ. შემდეგ კი შევთავაზე წაგვეკითხა ,,სულეიმან მეფე და ბრძენი წერო’’-  (ინდური ზღაპარი). ფოლკლორი.  თარგმანი ინდურიდან - ნ.თოფჩიშვილი,თ.ჭავჭავაძე.
     ტექსტის  დამუშავებისას გამოვიყენე  შემდეგი  მეთოდები:  წაკითხვამდე-დავსვი შეკითხვა და  მეთოდი- ,,გონებრივი იერიშის’’  გზით ჩამოვწერე დაფაზე მოსწავლეთა ნააზრევები,რითაც ხელი შეეწყო მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებასა  და მათ აქტიურ ჩართვას მუშაობის პროცესში.  კითხვისას მივმართე  ,, მართული კითხვის/მოსმენისა და  გააზრების აქტივობას’.  ტექსტი რამდენიმე ნაწილად მქონდა დაყოფილი.  ვკითხულობდი მე და მოსწავლეები გულდას
მით  მისმენდნენ.  ყოველი ნაწილის  წაკითხვამდე და  წაკითხვის შემდეგ  გამოთქვამდნენ  ვარაუ
დებს, თუ რა მოხდებოდა, რატომ ფიქრობდნენ ასე და სინამდვილეში რა მოხდა, თან  ინდივიდუ
ალურად ავსებდნენ სქემებს. ვახდენდით ნააზრევის წარმოდგენას.  წაკითხვის შემდეგ გავმარ-თეთ დისკუსია: სწორად მოიქცა სულეიმან მეფე წყალი რომ  არ დალია?  მოსწავლეები  თავისუფ
ლად  გამოქვამდნენ დამოუკიდებელ აზრებს,  რაც ხელს უწყობდა გააზრებული კითხვის, ვარა-უდების გამოთქმისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას.
     მოსწავლეებმა  გაანალიზეს და შეაფასეს ნაწარმოები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მეფე სწორად მოიქცა უკვდავების წყალი რომ არ დალია,რადგან თუ  სხვასაც ვერ გადაარჩენდა, მაშინ ამქვეყნად  მარტოდმარტო ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. თუმცა გამოიკვეთა აზრი,რომ რადგან სულეიმანი მეფე იყო,მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ხალხის გადასარჩენად.
მივეცი დავალება სურვილის მიხედვით აირჩიონ და წაიკითხონ 2 მოთხრობა.წინასწარ გავაცანი მოკლე შინაარსი თუ რას ეხებოდა ეს ნაწარმოებები.თემის არჩევის დროს გავითვალისწინე მოს-წავლეთა ინტერესები და ასაკობრივი თავისებურებები.
       დასაწერად მივეცი ასეთი დავალება:  მიეწერათ წერილი სულეიმან მეფისადმი.
       მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ წრის მუშაობით.

                  საწრეო მუშაობის  მეორე დღე:   09.11.18.                                                               
     ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღევანდელი სამუშაო მიზნები. კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჯისა თუ ტექსტის მიმართ. წერილებიც წაეკითხათ, რომლებიც მისწერეს სულეიმან მეფეს. დამოუკიდებლად წაკითხული მასალის შესახებაც გამოეთქვათ აზრები. ყოველივე ამის განხორციელების შემდეგ გავაცანი  წასაკითხი მასალის თემა: გოდერძი ჩოხელის,,წასწავალა’’. დავსვი შეკითხვა, რა იციან ან გაუგიათ   სიტყვის   ,,ცასწავალას’’ შესახებ. მოსწავლეებიდან გამოითქვა  აზრები. შემდეგ კი გამოვიყენე  ,,მართული  მოსმენისა და გააზრების აქტივობა’’. ამ აქტივობის შესაბამისად ტექსტს ვკითხულობდი მე. მოსწავლეები კი გამოთქვამდნენ თავიანთ აზრებს ეტაპობრივად თუ რა მოხდება, რატომ ფიქრობენ ასე და სინამდვილეში რა მოხდა.
   შემდეგი მეცადინეობისათვის კი დავავალე  მოეფიქრებინათ კითხვები ავტორისა და ცასწა-ვალას შესახებ. დაეხასიათებინათ პერსონაჟი-ცასწავალა.  სურვილის მიხედვით წაეკითხათ  ორი მოთხრობიდან ერთ-ერთი , კერძოდ : ვასო გულეურის ,, მზესუმზირა’’ და  ლელა ჩირგაძის წიგ-ნის მიხედვით ,, სპილომ ნატვრა აისრულა’’. ორი დღის შემდეგ კი  გაეცვალათ ტექსტები და მომავალი პარასკევისთვის  მოესწროთ  მასალის გაცნობა-დამუშავება.
    მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ წრის მუშაობით.


                 მესამე საწრეო მეცადინეობა:   16.11.18.

  გაიმართა მესამე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა   თვითონვე ჩამოაყალიბეს მიზნები, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.  კერძოდ, უნდა შეძლებოდათ გაცნობილი   პერსონაჯის დახასიათება. ავტორისა  და პერსონაჯისადმი კითხვების დასმა. გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება წასაკითხი მასალის, კერძოდ, ვასო  გულეურის ,,მზესუმზირისა’’  და ლელა ჩირგაძის ,, სპილომ ნატვრა აისრულას’’ მიმართ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართულები. ყველას უნდოდა  გამოეხატა  თავისი  აზრი.  შემდეგ კი გავაცანი ასახსნელი მასალა  და  მიზანი. კერძოდ: ხელი შეეწყობა  შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების გამომუშავებას ; წერითი მეტყველების განვითარებას. ამას მოახერხებდნენ  ტექსტის დამუშავების შემდეგ: ხეთაგურის ,,რა ჩემი  საქმეა !’’
  მოსწავლეებს ვაჩვენე ილუსტრაცია. დაუკავშირეს ნაწარმოების სათაურს.დამხმარე კითხვების საშუალებით შეადგინეს  ზეპირი თხზულება. შემდეგ ტექსტი წავუკითხე მოსწავლეებს და ჩავატარე გამოკრებითი კითხვა. მოსწავლეები ტექსტიდან კითხულობდნენ შესაბამის ადგილებს. ყველამ ერთხმად გამოხატა თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჯისადმი.
    ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები დავაკვირვე  დასაწყისზე( იყო და არა იყო რა ) .  მათ დაასახელეს ზღაპრები , რომლებიც სწორედ ამ სიტყვებით იწყება.  შემდეგ ერთ-ერთზე გავამახვილე ყურადღება და დავსვი კითხვები:  შემდეგ რა მოხდა? ბოლოს რით დამთავრდა? ამის შემდეგ ვთხოვე მათ, ჩვენც შეგვეთხზა ზღაპარი. მოსწავლეები გულისყურით ჩაერთვნენ ამ პროცესში. მე ვასწრულებდი მასწავლებელი კალმის როლს.  შევაფასე მოსწავლეთა აქტიურობა, მიღწევები.მივეცი დავალება-კიდევ ერთხელ წაეკითხათ ეს ტექსტი სახლში . თვითონაც დამოუკიდებლად წაეკითხათ ზღაპრები-,,ნაცარქექია’’ და  ,,ნახევარქათამა’’სურვილის მიხედვით. ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე შემდეგი პარასკევისთვის და  თვითონაც დაეწერათ ზღაპრები დამოუკიდებლად.
        მოსწავლეები კმაყოფილი იყვნენ საწრეო მუშაობით.
                          მეოთხე    საწრეო  მუშაობა -  23.11.18.
    გაიმართა მეოთხე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი  დღის სამუშაო მიზნები.კერძოდ: ისინი შეძლებდნენ წაკითხული მასალისადმი თავიანთი აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვას და სხვადასხვა ხასიათის ტექსტების დაწერას. მანამდე კი უნდა  ესაუბრათ მათ მიერ წაკითხული  და დამუშავებული ზღაპრების შესახებ: რა მოეწონათ, რა არა და რატომ. წაეკითხათ მათ მიერ შეთხზული ზღაპრები. 
     მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას. შემდეგ კი გავაცანი  წასაკითხი ტექსტი, კერძოდ: ვაჟა-ფშაველას ,,ის კი არ არის ბიჭობა. ‘’
     ისაუბრეს თუ როგორი ადამიანი ჩაითვლება ნამდვილ ვაჟკაცად.ამისათვის გამოვიყენე მეთოდი,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე.  კითხვის მომენტში კი ყურადღება გავამახვილეთ  რა მიაჩნია ავტორს ბიჭობად. შევადარეთ ჩვენს აზრებთან.  წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ. ბოლოს დავავალე სახლში დამოუკიდებლად წაეკითხათ ლექსები და სურვილის მიხედვით ესწავლათ კიდეც. თან დაეწერათ თემა: ,, რა არის ჩემთვის ბიჭობა.’’
 მოსწავლეები კმაყოფილები  დარჩნენ საწრეო მუშაობით.


            მეხუთე საწრეო მუშაობა   30.11.18.

    გაიმართა მეხუთე  საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი  დღის სამუშაო მიზნები.კერძოდ: ისინი შეძლებდნენ წაკითხული მასალის გაგება-გააზრებას, თავიანთი აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვას, დაწერდნენ თუ როგორ  გაგრძელდებოდა მოთხრობა.
    სანამ წასაკითხ მასალას შევეხებოდეთ, მანამ მოსწავლეებმა  ისაუბეს წინა  საწრეო მუშაობისას გაცნობილი ტექსტის შესახებ და წაიკითხეს  თავიანთი    დაწერილი  თემები სათაურით: ,,რა არის ჩემთვის ბიჭობა?!  რამდენიმემ  სურვილით შერჩეული ლექსიც გადმოსცა . ავარჩიეთ ამ ლექსებში ორი და  გამოხატეს  თავიანთი დამოკიდებულება თუ რა ნიშნით აირჩიეს ეს ლექსები. რომელი ადგილი მოეწონათ და რატომ?
    დადგა დრო ახალი წასაკითხი მასალის გაცნობისა.  ეს არის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა: ,,სასაცილო ჩხუბი’’.  ტექსტის წაკითხვამდე დავსვი შეკითხვა - რა წაუკითხავთ ან გაუგიათ ვეფხისტყაოსნის შესახებ? ვინ არის ვეფხისტყაოსნის ავტორი? გამოვიყენე ,,მართული (ორიენტირებული) კითხვის აქტივობა’’ -ტექსტის ჩუმად წაკითხვა ნაწილ-ნაწილ, წინასწარ დასმული კითხვების შემდეგ.  მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრები,დამოკიდებულებები. დაახასიათეს პერსონაჯები.  დასასრულს მივეცი დავალება.კერძოდ: წაიკითხონ ისევ ტექსტი და დაწერონ, როგორ გაგრძელდება მოთხრობა. სურვილის მიხედვით კი აირჩიონ და დაამუშაონ  ორი მოთხრობა. ესენია : ,, ჭკვიანი  ბოცო ‘’და   და ლელა ცუცქირიძის ,,ჟირაფი  ჟიჟი’’.  გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ.
     მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ საწრეო მუშაობის  მიმართ.

                     მეექვსე საწრეო მუშაობა :   07.12.18.

     ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის  სამუშაო მიზნები, კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჟისა თუ ტექსტის მიმართ. დასმული კითხვებისთვის  წერილობით  გაეცათ  პასუხები.
     სანამ ტექსტზე გადავიდოდით, მანამდე  გავიხსენეთ წინა საწრეო მუშაობისას გაცნობილი და სახლში ხელმეორედ წაკითხული მასალა. კერძოდ: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა: ,,სასაცილო ჩხუბი’’. მოკლედ ისაუბრეს რას გვასწავლის ეს ნაწარმოები. გაავლეს პარალელები მსგავსი შინაარსის ტექსტებზე. გამოიტანეს დასკვნები. წაიკითხეს თავიანთი ნამუშევრები, თუ როგორ გაგრძელდება მოთხრობა.  გადმოსცეს წაკითხული ტექსტების შინაარსი.  ესენია : ,, ჭკვიანი  ბოცო ‘’და   და ლელა ცუცქირიძის ,,ჟირაფი  ჟიჟი’’.  გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჟებისა და ტექსტების მიმართ.
      დადგა დრო ახალი მასალის გაცნობისა. თემა არის : უჩინმაჩინი ტონინო.  გამოვიყენე ოთხი კატეგორია: ,,იქვე ტექსტში; ‘’,, იფიქრე და მოიძიე’’, ,, ავტორი და მე’’ და ,, ,,მე და თვითონ’’.  მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ მუშაობის პროცეში.  უღრმავდებოდნენ ტექსტს, გამოთ
ქვამდნენ დამოუკიდებელ აზრებს. აკეთებდნენ დასკვნებს. ბოლოს კი მივეცი დავალება.კეძოდ: ისევ კარგად დაემუშავებინათ ტექსტი და დასმული შეკითხვებისთვის გაეცათ პასუხები. დამოუკიდებლად წასაკითხად მივეცი მოთხრობები: თამარ ფხაკაძის ,,როგორ წავიდნენ ჯუჯები ერთმანეთთან სტუმრად’’ და ,,დათო და დათვი’’. სურვილით აერჩიათ ჯერ ერთი,  სამი  დღის შემდეგ კი გაეცვალათ,რომ შემდეგი პარასკევისთვის მოესწროთ ორივეს წაკითხვა-დამუშავება.
    მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ  საწრეო მუშაობით.


         მეშვიდე საწრეო მუშაობა -14.12.18.

      ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი მიზნები.კერძოდ, გაეხსენებინათ წასაკითხი მასალა, გაეცათ კითხვებზე პასუხი, რაც წერილობით სახლში  უნდა შეესრულებინათ, გადმოეცათ  შინაარსი შინ  წასაკითხად მიცემულიი ტექსტებისა.  გამოეთქვათ მოსაზრებები, რომელი  მონაკვეთები  მოეწონათ განსაკუთრებით  და რატომ? გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულებები  წაკითხული ტექსტებისადმი.   შემდეგ კი უნდა დაგვემუშავებინა სულხან-საბა ორბელიანის ,,მოძღვარი და მელა’’. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წაიკითხეს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტი, დაახასიათეს პერსონაჟი და აღნიშნეს მისი თვისებები. საბოლოოდ , მსჯელობით დაასკვნეს , რომ სიხარბე ცუდი თვისებაა . გაიხსენეს ანდაზა „სიხარბემ რა ნახაო და ყველა დაკარგაო“. მივეცი დავალება : სურვილის მიხედვით წაიკითხონ სულხან-საბა ორბელიანის, ეზოპესა და ივანე კრილოვის იგავ-არაკები.  დაფიქრდნენ, რას გვასწავლის ეს იგავ-არაკები.
                                      
                    მერვე საწრეო მუშაობა -  21.12.18.

       ჩატარდა მერვე  საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის  სამუშაო მიზნები, კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჟებისა თუ იგავ-არაკების მიმართ.
     სანამ ტექსტზე გადავიდოდით, მანამდე  გავიხსენეთ წინა საწრეო მუშაობისას გაცნობილი და სახლში ხელმეორედ წაკითხული მასალა. კერძოდ: სულხან-საბა ორბელიანის ,,მოძღვარი და მელა’’. მოკლედ ისაუბრეს რას გვასწავლის ეს ნაწარმოები. გაავლეს პარალელები მსგავსი შინაარსის ტექსტებზე. გამოიტანეს დასკვნები.  გადმოსცეს წაკითხული იგავ-არაკების  შინაარსი.  გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჟებისა და ტექსტების მიმართ.
 დადგა დრო ახალი მასალის გაცნობისა. ესაა იაკობ გოგებაშვილის ,,კეთილი ამხანაგები’’. ტექსტი დავამუშავეთ პაუზებით კითხვით. მანამდე მოსწავლეებმა საკვანძო სიტყვებით შეადგინეს წინადადებები, შემდეგ კი   ნაწილ-ნაწილ კითხვით დავამუშავეთ  ტექსტი.  მოსწავლეები ტექსტს კითხულობდნენ ჩუმად ინდივიდუალურად, აზრებს სქემის მიხედვით გამოხატავდნენ ზეპირად.  თუ როგორ გაიგეს მასალა ამ მიზნით გამოვიყენე გასვლითი ბარათები -  დასმული კითხვებისთვის პასუხების გაცემით. შემდეგ კი მივეცი დავალება, შემდეგი მეცადინეობისათვის  დამოუკიდებლად წაეკითხათ  ლელა ქისტაურის ,,ბაბუაწვერა’’. ამოეწერათ ადგილები, რომელიც ძალიან მოეწონათ და ეფიქრათ და აეხსნათ რატომ  ფიქრობენ ასე. დაფიქრებულიყვნენ იმის შესახებაც თუ რას გვასწავლის ეს მოთხრობა.
  მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ საწრეო მუშაობა და ხალისით ელოდებიან შემდეგ შეხვედრას.
          
           მეცხრე   საწრეო მუშაობა -  28.12.18.

   გაიმართა  მეცხრე  საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის  სამუშაო მიზნები, კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჟისა თუ ტექსტების, კერძოდ : იაკობ გოგებაშვილის ,,კეთილი ამხანაგების ‘’ პერსონაჟების მიმართ. მოეხდინათ მათი  დახასიათება გმირის რუკის მიხედვით.  გადმოეცათ  დამოუკიდებლად წაკითხული ლელა ქისტაურის ტექსტის ,,ბაბუაწვერას’’  შინაარსი. შემდეგ კი შეძლებდნენ  ახლად მოსმენილი მასალის  გაგება-გააზრებასა  და დასკვნის    გამოტანას.
     სანამ ტექსტზე გადავიდოდით, მანამდე  გავიხსენეთ წინა საწრეო მუშაობისას გაცნობილი და სახლში ხელმეორედ წაკითხული მასალა. კერძოდ: იაკობ გოგებაშვილის,,კეთილი ამხანაგები ‘’და ლელა ქისტაურის,,ბაბუაწვერა’’. დაახასიათეს პერსონაჟები. გადმოსცეს დამოუკიდებლად წაკითხული ტექსტის შინაარსი . მოკლედ ისაუბრეს რას გვასწავლის ეს ნაწარმოები. გაავლეს პარალელები მსგავსი შინაარსის ტექსტებზე. გამოიტანეს დასკვნები.
      დადგა დრო ახალი მასალის გაცნობისა.  ესაა:  პატარა სოფლის  პატარა სკოლა.
წაკითხვამდე  დავსვი მაპროვოცირებელი შეკითხვა. მოხდა ინტერაქცია. შემდეგ წავიკითხე ტექსტი ნაწილ-ნაწილ და  დავსვი  კითხვები.   მოსწავლეები ზეპირად მცემდნენ არგუმენტირებულ  პასუხებს .  წაკითხვის შემდეგ  ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად  დავსვი  შეკითხვები.  გაოვიყენე  აქტივობა-,,მხიარული ბანქო’’:  მარცვლებისაგან სიტყვების,  ხოლო სიტყვებისგან წინადადებების აწყობა.ბოლოს შევაჯამეთ მეცადინეობა  . 

     მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ საწრეო მეცადინეობა  და  სურვილი გამოთქვეს შემდეგ სემესტრშიც განვაგრძოთ მუშაობა. 




ხალხური ზღაპარი-,,მებადურის შვილი. '',კითხველთა თეატრი.

პირველი სემესტრის ბოლოს  მე  და  ჩემმა  უსაყვარლესმა ბავშვებმა  მშობლებისათვის   ჩავატარეთ   წარმოდგენა ,,მკითხველთა თეატრის’’ მეთოდის გამოყენებით. თემა იყო ქართული ხალხური ზღაპარი ,,მებადურის შვილი’’. მოსწავლეებს  წინასწარ გავაცანი მიზანი, შეფასების კრიტერიუმები, გაინაწილეს როლები, დავამზადეთ მშობლებისათვის აფიშა, მოსაწვევები და  გავმართეთ წარმოდგენა. მუშაობა    დისკუსიის  საშუალებით შევაჯამეთ.  
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ  ამ  მეთოდით მუშაობა.  მშობლებმაც გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი წარმოდგენით  მათი შვილები  გამართული  კითხვის, ყურადღების კონცენტრაციის, მოსმენისა და მეტყველების უნარების  განვითარებას შეძლებენ.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მშობელი დიდი ყურადღებით და  პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი შვილის სწავლა-აღზრდის საქმეს. აქვთ ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ახარებთ ერთმანეთის წარმატება.  გვერდში მიდგანან  მეც, როგორც დამრიგებელს და  ცდილობენ  შვილები ჩართონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობენ   მათ გონებრივ  თუ  ფიზიკურ განვითარებას.








                                      
                          


No comments:

Post a Comment