სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
#
173 საჯარო სკოლა
საწრეო მუშაობის რეფლექსია ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
სახელწოდებით ,,წიგნიერი’’ ( 1-ლი სემესტრი)
წრის ხელმძღვანელი: ლიანა გელოვანი
მასალები იხილეთ ბმულზე: http://lgelovani24.blogspot.com/
2018–2019
სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი
ჩემი ინიციატივა ლიტერატურული წრის
შექმნის თაობაზე. მათ დაინტერესება გამოხატეს ამ იდეის მიმართ.
შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე
წრე, სახელწოდებით „წიგნიერი’’. მასში გაერთიანებული მყავდა II ზ კლასის მოსწავლეები.
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას. მოვაწყე კლასში საკლასო ბიბლიოთეკა. შევთავაზე მათ სახლიდან მოეტანათ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა
და სტილის წიგნები (როგორც თემატურად, ისე ზომისა და ფორმის მიხედვით).მეც
ვაწვდიდი ამობეჭდილ თუ ელექტრონულ ვერსიებს წასაკითი მასალისას. ვითვალისწინებდი მოსწავლეთა
შესაძლებლობებსა და ინტერესებს და ვთავაზობდი როგორც ქართველი, ისე უცხოელი საბავშვო
მწერლების მოთხრობებსა და იგავ-არაკებს.
წრეზე მეცადინეობის დროს
მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავდნენ თუ
სხვადასხვას .
საწრეო მუშაობის მიზანი იყო მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გაგებისა და გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის გაძლიერება;ლექსიკური მარაგის გამდიდრება;ანალიზის,მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა .
საწრეო მუშაობისას ვიყენებდი საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს, ასევე მრავალფეროვან რესურსებს. შეხვედრები იმართებოდა კვირაში ერთხელ, პარასკევს, მეხუთე გაკვეთილზე. დრო: 15:05-15:50 ( 45 წუთი). ხდებოდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედ-ვით.
მოსწავლეები ერთსა და იმავე ვადებში კითხულობდნენ ტექსტს. კითხვის
დასრულების შემდეგ ეწყობოდა დისკუსია. ისინი განიხილავდნენ წაკითხულ ცალკეულ
ეპიზოდებს, გამოხატავდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, როგორც ნაწარმოების
გმირებზე , ისე მათ ავტორებზე. ტექსტის ანალიზის დროს იკვეთებოდა ნაწარმოებში ასახული პრობლემა და
მსჯელობდნენ მათი გადაჭრის გზებზე.
ყურადღებას ვამახვილებდი სწორ, შეგნებულ და გამომეტყელებით კითხვაზე.
ზეპირმეტყველებისა და წერის დროს ვუსწორებდი, როგორც
მორფოლოგიურ ისე სინტაქსურ შეცდომებს.ისინი ხალისით ასრულებდნენ ამ დავალებას.
მუშაობის განმავლობაში მოსწავლეებს
გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი,ხელი
შეეწყოთ კითხვის ტექნიკისა და წაკითხულის
გაგება-გააზრების უნარების განვითარებისათვის. გაუმჯობესდა მათი წიგნიერების დონე ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სამივე მიმარ-თულებით: ზეპირმეტყველება, კითხვა და
წერა. გაცილებით მეტ მოსწავლეს შეუყვარდა წიგნი.
ისინიყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მათი ცოდნის დონე. მათ სურვილი გამოთქვეს სისტემატურად ჩაგვეტარებინა
მსგავსი მეცადინეობები.
ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათ მშობლები კმაყოფილები
დარჩნენ პირველი სემესტრის შედეგებით.
მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილების წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად
გაიზარდა და ისინი უკვე აქტიური მკითხველები არიან. ეს გამოვლინდა სემესტრის ბოლოს ჩატარებული მკითხველთა თეატრით.მშობლები ნასიამოვნები დარჩნენ თავიანთი შვილების ხილვითა და წარმოდგენით.იხ.ბმული: https://lgelovani24.blogspot.com/2019/05/blog-post.html
მოსწავლეებმა და მშობლებმა
გამოხატეს სურვილი, რომ მომავალი სემესტრიდან კვლავ განვაგრძოთ საწრეო მუშაობა.
განაცხადი განთავსებულია მისამართზე:https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_60.html
სამოქმედო პროგრამის მისამართია: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_3.html
ფოტომასალა განთავსებულია ბისამართზე: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_20.html
განაცხადი განთავსებულია მისამართზე:https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_60.html
სამოქმედო პროგრამის მისამართია: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_3.html
ფოტომასალა განთავსებულია ბისამართზე: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_20.html
წრის მუშაობის შესახებ მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგების ანალიზი (ქართულის წრე ,,წიგნიერი’’; 1-ლი
სემესტრი)
წრის ხელმძღვანელი: ლიანა გელოვანი
II კლასი, I სემესტრი, 2018-2019 სასწავლო წელი
წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარ, სკოლის და ჩემ მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია http://lgelovani24.blogspot.com/ განვათავსე განცხადება, სადაც აღნიშნული იყო წრის სახელწოდება. შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი,მიზანი, მოლოდინები, მუშაობის დრო)მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე II ზ კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრუ-ლება სკოლასა და მშობელს შორის. ასევე, მოსწავლეებთან გამოვაცხადე წრის მუშაობის სავარაუდო დაწყების შესახებ. შეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში. კვირაში 1 დღე, ყოველ სამშაბათს ვატარებდი საწრეო მეცადინეობებს. ფოტომასალა ატვირთულია ბლოგზე:
http://lgelovani24.blogspot.com/
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს რეფლექსიაში
( თან
ერთვის),სემესტრის ბოლოს დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლების შეფასე
ბით წრის მუშაობის შესახებ.შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისათვის, მშობლებს კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ თავიანთი შთაბეჭდილებები.
ბით წრის მუშაობის შესახებ.შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისათვის, მშობლებს კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ თავიანთი შთაბეჭდილებები.
გამოკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ კითხვებზე დადებითი პასუხიგასცა. ასევე მშობლებმა . კლასის მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება, თუკიდევ
გაგრძელდება საწრეო მუშაობა
No comments:
Post a Comment