Tuesday, February 5, 2019

საწრეო მუშაობის რეფლექსია მათემატიკაში სახელწოდებით ,,ნორჩი მათემატიკოსები’’( I სემესტრი)


        
    
 სსიპ  ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
                                    # 173   საჯარო   სკოლა
      საწრეო  მუშაობის რეფლექსია მათემატიკაში  სახელწოდებით ,,ნორჩი მათემატიკოსები’’ ( 1- ლი სემესტრი)                                          
    წრის ხელმძღვანელი: ლიანა  გელოვანი
    მასალები იხილეთ ბმულზე:  http://lgelovani24.blogspot.com/   
    20182019  სასწავლო წლის  პირველ   სემესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა  მათემატიკური  წრის გახსნის თაობაზე. ბლოგზე   დავდე  განცხადება  საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით,შესაბამისი მიზნებითა და  მისაღწევი  შე
დეგებით, რასაც დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მშობელთაგან. მათი  სიტყვიერი მომართვის საფუძველზე მოხდა წრის დაკომპლექტება 18 მოსწავლით.შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე  წრე სახელწოდებით „ნორჩი მათემატიკოსები’’.  მასში გაერთიანებული იყვნენ   II ზ კლასის მოსწავლეები.
  საგნობრივი წრე  მოიცავდა ერთ სემესტრს. დაგეგმივისას  გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა  ესგ-ს მოთხოვნებთან.
 წრის მუშაობის მიზანი: ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები. დააკავშიროს შეკრება გამოკლებასთან და  ერთმანეთთან.  შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 20-ის ფარგლებში. შეძლოს  რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.  გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება.
    საწრეო  მუშაობისას ვიყენებდით მრავალფეროვან  რესურსებსა და  აქტივობებს,  ასევე საინტერესო მეთოდებს
 წრის დაწყებამდე შევეცადე მოსწავლეთათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.   მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე,  წრის ყოველი შეხვედრა იყო საზეიმო და სახალისო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.დაგეგმილი აქტივობები წარიმართა  გეგმის შესაბამისად. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი ენთუზიაზმით  ასრულებდნენ ყველა დავალებას. საკუთარი  მიღწევებიდან გამომდინარე  ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, რაც  ჩემთვის იყო სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
      როგორც წრის წევრები ასევე მათი მშობლები კმაყოფილნი იყვნენ  საწრეო მუშაობის დაგეგმვითა  და ორგანიზებულობით. დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე  შექმნილი იყო კეთილგანწყობილი , სასიამოვნო და სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოსწონთ  მეცადინეობაზე განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. აქვე ისიც უნდა ითქვას,რომ  ჯერ კიდევ დამჭირდება მუშაობა  იმ მიმართულებით,რომ  ყველა მოსწავლემ სრულყოფილად  აღიქვას კონკრეტული საკითხები, რასაც  საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეორე სემესტრშიც გავაგრძელო საწრეო მუშაობა. მოსწავლეებისა და მშობლების დიდი სურვილიც არის განვაგრძოთ მუშაობა მეორე სემესტრში,რასაც აღნიშნავენ კიდეც თავიანთ  შთაბეჭდილებებში, რომელიც თან ახლავს რეფლექსიას .
  წრის მუშაობის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი რესურსები:   ელფის ,,მე მიყვარს მათემატიკა’’  ნაბეჭდი სამუშაოები  როგორც სახელმძღვანელოდან,ასევე სამუშაო რვეულიდან, დაფა, ცარცი, მანიპულატივები,შუქნიშნები და ა.შ. 
   ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათ მშობლები კმაყოფილები დარჩნენ პირველი სემესტრის  შედეგებით. მათ გამოთქვეს  სურვილი, რომ  მომავალი სემესტრიდან  კვლავ განვაგრძოთ საწრეო მუშაობა.
განაცხადი განთავსებულია მისამართზე: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_4.html
სამოქმედო პროგრამის მისამართია: https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_78.html
ფოტომასალა განთავსებულია  მისამართზე:  
https://lgelovani24.blogspot.com/2018/11/blog-post_41.html

წრის ხელმძღვანელი: ლიანა გელოვანი

II ზ კლასი, I სემესტრი, 2018-2019 სასწავლო წელი


    წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარსკოლის და ჩემ  მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია  http://lgelovani24.blogspot.com/    განვათავსე განცხადებასადაც   აღნიშნული იყო წრის  სახელწოდება.  შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი,მიზანიმოლოდინებიმუშაობის დრო)მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე II    კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის.    ასევე მოსწავლეებთან  გამოვაცხადე  წრის  მუშაობის  სავარაუდო დაწყების შესახებშეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში.  კვირაში  1  დღე, ყოველ  პარასკევს  ვატარებდი საწრეო  მეცადინეობებს . ფოტომასალა   ატვირთულია ბლოგზეhttp://lgelovani24.blogspot.com/   
     სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს რეფლექსიაში  თან ერთვის)სემესტრის  ბოლოს  დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისშეფა
სებით წრის მუშაობის   შესახებ. შევადგინე კითხვარი   მოსწავლეებისათვის,  მშობლებს  კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ   თავიან
თი შთაბეჭდილებები.
 გამოკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ  კითხვებზე  დადებითი  პასუხი გასცაკლასის მშობლებმა გამოთქვეს სურვილირომ კარგი იქნება, თუ  კიდევ  გაგრძელდება  საწრეო მუშაობა  მათემატიკაში.
აქვე არის მშობელთა შთაბეჭდილებები: 
             
































No comments:

Post a Comment