|
|||
|
|||
მიმართულება:
გეომეტრია სასწავლო თემა:
ორიენტირება სიბრტყეზე |
სამიზნე ცნება: ორიენტირება სივრცეში |
კლასი: I დრო: 3 კვირა |
|
საკითხები: მარტივი სქემები სიბრტყეზე ·
მარჯვნივ,
მარცხნივ, შუაში ·
წინ, უკან ·
დაწყვილება
·
შიგნით
და გარეთ ·
რამდენიმე
არე, არეების საზღვარი |
საკვანძო
კითხვები: ·
როგორ
გვეხმარება გეომეტრიული ობიექტები შენობის ან ობიექტისთვის საზღვრის გაკეთებასა და
შემდეგ ორიენტირებაში? ·
როგორ
ვადგენთ, როგორი მდებარეობა აქვთ ობიექტებს ერთმანეთის მიმართ? |
||
დავალების
პირობა: |
დავალების
სათაური: ვირტუალური ფერმა ერთი სოფლის განაპირას ცხოვრობდა მოხუცი კაცი
-თედო პაპა. იგი ძალიან მშრომელი და დაუღალავი იყო. მას სახლთან ახლოს ფერმა გაეშენებინა
და შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს უვლიდა. ძროხებისთვის ბოსელი აეშენებინა. ბოსლის
მარჯვნივ საქათმე იდგა, საქათმის უკან კი -საღორე. შინაური ფრინველებისა და ცხოველების
უსაფრთხოებას იცავდა თედო პაპას ერთგული ძაღლი- ლომა, რომლის ბუნაგიც საქათმის წინ
იდგა. ფერმას შემოვლებული ჰქონდა ოთხკუთხედის ფორმის ღობე. ერთხელ
ფერმას მშიერი მგელი მიუახლოვდა . მის ყმუილზე ლომამ ყეფა დაიწყო. დაიფანტნენ ცხოველები.
დამფრთხალი ფრინველები აფრინდნენ და ღობეზე შემოსხდნენ. მაგრამ ლომას შიშით მგელი
ვერას გახდა და მშიერი ისევ უკან წაძუნძულდა. შენი
დავალებაა: ·
დაადგინე
სად რომელი ნაგებობა დგას. ასევე ყურადღება მიაქციე როგორ განლაგდნენ ცხოველები და
ფრინველები მგლის ყმუილის გაგონებისას და შექმენი შესაბამისი ილუსტრაცია. ·
გაიხსენე
შიდა და გარე არეები, არეების საზღვარი და ისე განალაგე საგნები ილუსტრაციაზე აღწერე
როგორ არის საგნები განლაგებული. ·
დავალება
შეასრულე სახატავი საშუალებების ან ციფრული რესურსის ,,ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით.
ასევე შეგიძლია მოამზადო მაკეტი საძერწის ან სხვა მასალის გამოყენებით. ·
გაიხსენე რომელიმე მსგავსი ზღაპარი/მულტფილმი,
მოიყვანე მაგალითი და იქ განვითარებული სიუჟეტის მიხედვით შექმენი ილუსტრაცია შენთვის
მოსახერხებელი ფორმით. პრეზენტაციისას წარმოაჩინე: ·
რა
საშუალება გამოიყენე იმისათვის, რომ მოგეხდინა თედო პაპას შენობების ადგილმდებარეობის
შესახებ ჩანაწერის გაკეთება? ·
სივრცეში
ან სიბრტყეზე მოძრაობისას როგორ აწარმოე ადგილმდებარეობის დასადგენი ჩანაწერის გაკეთება?
·
რა
წესით/პრინციპით განალაგე ობიექტები სიბრტყეზე? ·
როგორ გვეხმარება ობიექტების
განლაგების ცოდნა გადაადგილებაში? • როგორ დაგეხმარა შიდა და გარე არეების, ასევე
არეების საზღვრის შესახებ ცოდნა მუშაობის დროს მაკეტის შექმნისას ·
რა
თემაზე შეადგინე ახალი დავალება და რისი გათვალისწინება მოგიწია მასზე მუშაობის დროს?
შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მოსწავლეების ნამუშევრებს
და სცადოთ ააგოთ ფერმა თქვენთვის სასურველი დიზაინით: |
||
შეფასება: |
მოსწავლეს
შეუძლია: ·
მოცემული
ადგილმდებარეობის გეგმების და მარტივი სქემების საშუალებით სიბრტყეზე ორიენტირება;
·
ადგილმდებარეობის
დასადგენად საწყისი საორიენტაციო ობიექტის განსაზღვრა, რომლის მიმართაც განისაზღვრება/დგინდება
სხვა ობიექტის მდებარეობა ; ·
იმსჯელოს
იმის შესახებ, რომ გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ურთიერთგანლაგების სქემების, მოდელების
საშუალებით, როგორ ხდება სივრცეში ორიენტირება. ·
გეომეტრიული
ფიგურების ერთმანეთისგან გარჩევა ნიშან-თვისებების მიხედვით. ·
გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენებით,
გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგება. • ·
მოცემული
ადგილმდებარეობის გეგმების და მარტივი სქემების საშუალებით სიბრტყეზე ორიენტირება;
·
გეომეტრიული
ობიექტების დასახელება. ·
შიდა
და გარე არეების განსაზღვრა. ·
ობიექტების
განთავსება სიბრტყეზე, მითითებების მიხედვით. ·
ნამუშევრის აღწერა სიტყვიერად. ·
მსგავსი
დავალების მოფიქრება და შექმნა. ·
დავალების წარდგენა მითითებულ დროს. |
||
რეკომენდაციებ
ი მოსწავლეს |
დავალების
შესრულების დროს გაეცანით მასალას არეების შესახებ ჰიპერბმულების საშუალებით საშინაო
სკოლა : https://www.youtube.com/watch?v=f1QFkCpzSTg
პრეზენტაცია მოსწავლეების ნამუშევრები, პრეზენტაცია ქვიზი |
|
|
No comments:
Post a Comment