Monday, June 28, 2021

N 4 კომპლექსური დავალების ბარათი

 

მიმართულება: რიცხვებ

სასწავლო თემა: საჩუქრის შერჩევ

სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზ

კლასი: I

დრო:  2 კვირა

საკითხები:

ვივარჯიშოთ 20-მდე ანგარიშში               

 

·         რიცხვების ღერძი

·          გაორმაგება

·          განახევრება

·         შეკრება ათეულის წარმოქმნით

·         გამოკლება ათეულის დაშლით

·          20-მდე შევსება

·         20 თეთრი და 20 ლარი

·          სწორია თუ მცდარი?

·         მონაცემების შეტანა

ცხრილში დამატებითი სავარჯიშოებ

საკვანძო კითხვა:

როგორ გამოვიყენოთ რიცხვები ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დავალების პირობა:

საჩუქრის შერჩევ

ეკას, მაკას და მარიამს სურთ მეგობრისთვის საჩუქრის შეძენა. ეკას აქვს 5 ლარიანი, მაკას აქვს 1 ლარიანი და 2 ორლარიანი და მარიამს აქვს 10 ლარიანი. სათამაშო მანქანა ღირს 8 ლარი, ბურთი[1]11 ლარი, თოჯინა - 17 ლარი, ველოსიპედი 19 ლარი, კონსტრუქტორი 20 ლარი. მათ მიერ შეიძენილი ნივთის/ნივთების ღირებულება უნდა იყოს 10 ლარზე ძვირი და 20 ლარზე იაფი.

 

შენი დავალებაა:

დაეხმარო მეგობრებს საჩუქრის შეძენაშ

 

უპასუხე კითხვებს:

 

·         სულ რამდენი ლარი აქვთ მეგობრებს?

·         რა ფასიანი ნივთის/ნივთების შეძენას შეძლებენ?

·         მოუწევს, თუ არა ხურდად, გარკვეული თანხის დაბრუნება გამყიდველს?

·         რამდენ ლარიან ნივთს ვერ შეიძენდი მოცემული თანხით და რატომ? (შეგახსენებ რომ ნივთის ფასი უნდა იყოს 10 ლარზე მეტი და 20 ლარზე ნაკლები).

·          რა ღირს ყველაზე ძვირიანი/იაფიანი ნივთი რომლის შეძენაც შესაძლებელია ორი ბანკნოტით? (შეგახსენებ, რომ ნივთის ფასი უნდა იყოს 10 ლარზე მეტი და 20 ლარზე ნაკლები).

·         რომელი გოგონას თანხის გაორმაგებითაა შესაძლებელი კონსტრუქტორის ყიდვა?

·         კიდევ რაში შეიძლება გამოგადგეს მიღებული გამოცდილება მომავალში?

                                                                

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 

·         ნივთის/ნივთების შეძენის სულ მცირე 5 სხვადასხვა ვარიანტი;

·          რომელი კუპიურებით მიიღე თითოეული ნივთის ფასი.

·         რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად და როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა რომ გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი თუ მიახლოებითი გამოთვლა?

·          როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში?

·         რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის. ( რომელი მოქმედებაა უპირატესი)?

·          

შენ მიერ შექმნილ პრეზენტაციაში ნაჩვენები უნდა იყოს:

 

·         როგორ არის არითმეტიკული მოქმედებები დაკავშირებული ერთმანეთთან?

·          საჭიროა თუ არა მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვა გამოთვლების შესასრულებლად?

·         შედეგი დამოკიდებულია თუ არა სტრატეგიის შერჩევაზე?

 

    ეკა                                                  მაკა                                         მარიამ

 


შეფასება:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·          კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის და მათი თანმიმდევრობის დაცვა,

·          იმსჯელოს იმის შესახებ, თუ მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი;

·         იმსჯელოს, გამოთვლის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე.

 

 

რეკომენდაციებ ი მოსწავლე

ეგიძლია უყურო ვიდეოებს

 ჰიპერლინკი 1

ჰიპერლინკი 2

 

No comments:

Post a Comment