Wednesday, October 23, 2019

ხალხური ზღაპარი-,,მებადურის შვილი '', მკითხველთა თეატრი.


https://drive.google.com/open?id=1sirQ3A9CclNI_7uyjCw41U8aHsroIuqP
  მე  და  ჩემმა  უსაყვარლესმა მოსწავლეებმა  მშობლებისათვის   ჩავატარეთ   წარმოდგენა ,,მკითხველთა თეატრის’’ მეთოდის გამოყენებით. თემა იყო ქართული ხალხური ზღაპარი ,,მებადურის შვილი’’. მოსწავლეებს  წინასწარ გავაცანი მიზანი, შეფასების კრიტერიუმები, გაინაწილეს როლები, დავამზადეთ მშობლებისათვის აფიშა, მოსაწვევები და  გავმართეთ წარმოდგენა. მუშაობა    დისკუსიის  საშუალებით შევაჯამეთ.  
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ  ამ  მეთოდით მუშაობა.  მშობლებმაც გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი წარმოდგენით  მათი შვილები  გამართული  კითხვის, ყურადღების კონცენტრაციის, მოსმენისა და მეტყველების უნარების  განვითარებას შეძლებენ.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მშობელი დიდი ყურადღებით და  პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი შვილის სწავლა-აღზრდის საქმეს. აქვთ ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ახარებთ ერთმანეთის წარმატება.  გვერდში მიდგანან  მეც, როგორც დამრიგებელს და  ცდილობენ  შვილები ჩართონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობენ   მათ გონებრივ  თუ  ფიზიკურ განვითარებას.
        
                                                                 

























No comments:

Post a Comment