მიმართულება:
რიცხვები თემა: |
სამიზნე
ცნება: მოქმედებები რიცხვებზე |
კლასი: I დრო: 2 კვირა |
|
საკითხები:
·
გამოკლება
·
რამდენით
მეტია? რამდენით ნაკლებია? ·
5-მდე
შევსება ·
10-მდე
შევსება |
საკვანძო
კითხვა: ·
როგორ
არის შესაძლებელი მოდელზე მუშაობა? (გამომთვლელი რობოტის შექმნა?) |
||
დავალების
პირობა: |
დავალების
სათაური: გონიერი
რობოტუნები ,, რობი და ბოტი“ რობი და ბოტი ჭკვიანი რობოტუნები არიან, რობი
ისეა დაპროგრამებული, რომ მასში 1დან 10 დე რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის
უკან გიბრუნებს 5 ცალ ბურთს; ხოლო ბოტი იმდაგვარადაა დაპროგრამებული, რომ რამდენი
ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის დაგიბრუნებს 10 ცალ ბურთს შენი
დავალებაა: • დაადგინო როგორ მუშაობენ ისინი: როგორ ანგარიშობს
რობი და ბოტი დასამატებელი ან მოსაკლები ბურთების რაოდენობას ამისათვის დაგჭირდება
ცხრილში აღწერო ინფორმაცია რამდენ ბურთს გიმატებენ ან თავისთან იტოვებენ რობოტუნები
სხვადასხვა შემთხვევაში. მაგ: 2 ბურთი ჩავარდა რობისთან. მან უნდა დაგვიბრუნოს
5, ეი რობიმ დაამატა 3 ბურთი. რობი აბრუნებს 5 ბურთს ბოტი აბრუნებს 10 ბურთს: • შეაფასე რომელი უფრო გონიერია რობი თუ ბოტი?
• შენც შექმენი
მსგავსი ჭკვიანი სათამაშო დაარქვი სახელი და თავად მოიფიქრე მათემატიკური თამაში,
რომლის მეშვეობითაც მეგობრებთან ერთად ითამაშებ. 93 სათამაშოს დასამზადებლად დაგჭირდება
ფერადი ფურცლები მუყაო და წებო, პატარა საგნები, ლეგოები, მონეტები კანფეტები ან
სხვა. • დავალების დასრულების შემდეგ წარადგინე შენი
ნამუშევარი კლასის გამოფენაზე უპასუხე კითხვებს: • რამდენი
სხვადასხვა რიცხვი უნდა აიღო რომ შეასრულო დავალება?. • რა რიცხვი დაგჭირდა 1-ის 5-მდე შესავსებად? • რა რიცხვი
დაგჭირდა 2-ის 5-მდე შესავსებად? • რა რიცხვი
დაგჭირდა 3-ის 5-მდე შესავსებად? • რა რიცხვი
დაგჭირდა 4-ის 5-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა
გვჭირდება 1-ის 10-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა გვჭირდება 2-ის 10-მდე შესავსებად?
• რა რაოდენობა
გვჭირდება 3-ის 10-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა გვჭირდება 4-ის 10-მდე შესავსებად?
• რა რაოდენობა
გვჭირდება 5-ის 10-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა
გვჭირდება 6-ის 10-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა გვჭირდება 7-ის 10-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა გვჭირდება 8-ის 10-მდე შესავსებად? • რა რაოდენობა გვჭირდება 9-ის 10-მდე შესავსებად? პრეზენტაციისას
წარმოაჩინე: • რა მოქმედებას
ასრულებს რობი და ბოტი შედეგის მისაღებად? • რა რაოდენობის
ბურთები უნდა ჩავარდეს რობოტუნებში, რომ ყოველთვის გაზარდონ მოცემული რაოდენობა?
• რა რაოდენობის
ბურთები უნდა ჩავარდეს რობოტუნებში, რომ ყოველთვის შემცირდეს მოცემული რაოდენობა? |
||
შეფასება: |
მოსწავლეს
შეუძლია: • რაოდენობის ამოცნობა • დაინახოს კავშირი რიცხვებსა
და რაოდენობებს შორის. • რიცხვების შეკრება • რიცხვების გამოკლება • რიცხვების ტოლობა • მეტობა- ნაკლებობა ცნებები
სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება • მიმატება-გაზრდა • გამოკლება-შემცირება |
No comments:
Post a Comment