Monday, June 28, 2021

N 4 კომპლექსური დავალების ბარათი

 

მიმართულება: რიცხვებ

სასწავლო თემა: საჩუქრის შერჩევ

სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზ

კლასი: I

დრო:  2 კვირა

საკითხები:

ვივარჯიშოთ 20-მდე ანგარიშში               

 

·         რიცხვების ღერძი

·          გაორმაგება

·          განახევრება

·         შეკრება ათეულის წარმოქმნით

·         გამოკლება ათეულის დაშლით

·          20-მდე შევსება

·         20 თეთრი და 20 ლარი

·          სწორია თუ მცდარი?

·         მონაცემების შეტანა

ცხრილში დამატებითი სავარჯიშოებ

საკვანძო კითხვა:

როგორ გამოვიყენოთ რიცხვები ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დავალების პირობა:

საჩუქრის შერჩევ

ეკას, მაკას და მარიამს სურთ მეგობრისთვის საჩუქრის შეძენა. ეკას აქვს 5 ლარიანი, მაკას აქვს 1 ლარიანი და 2 ორლარიანი და მარიამს აქვს 10 ლარიანი. სათამაშო მანქანა ღირს 8 ლარი, ბურთი[1]11 ლარი, თოჯინა - 17 ლარი, ველოსიპედი 19 ლარი, კონსტრუქტორი 20 ლარი. მათ მიერ შეიძენილი ნივთის/ნივთების ღირებულება უნდა იყოს 10 ლარზე ძვირი და 20 ლარზე იაფი.

 

შენი დავალებაა:

დაეხმარო მეგობრებს საჩუქრის შეძენაშ

 

უპასუხე კითხვებს:

 

·         სულ რამდენი ლარი აქვთ მეგობრებს?

·         რა ფასიანი ნივთის/ნივთების შეძენას შეძლებენ?

·         მოუწევს, თუ არა ხურდად, გარკვეული თანხის დაბრუნება გამყიდველს?

·         რამდენ ლარიან ნივთს ვერ შეიძენდი მოცემული თანხით და რატომ? (შეგახსენებ რომ ნივთის ფასი უნდა იყოს 10 ლარზე მეტი და 20 ლარზე ნაკლები).

·          რა ღირს ყველაზე ძვირიანი/იაფიანი ნივთი რომლის შეძენაც შესაძლებელია ორი ბანკნოტით? (შეგახსენებ, რომ ნივთის ფასი უნდა იყოს 10 ლარზე მეტი და 20 ლარზე ნაკლები).

·         რომელი გოგონას თანხის გაორმაგებითაა შესაძლებელი კონსტრუქტორის ყიდვა?

·         კიდევ რაში შეიძლება გამოგადგეს მიღებული გამოცდილება მომავალში?

                                                                

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 

·         ნივთის/ნივთების შეძენის სულ მცირე 5 სხვადასხვა ვარიანტი;

·          რომელი კუპიურებით მიიღე თითოეული ნივთის ფასი.

·         რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად და როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა რომ გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი თუ მიახლოებითი გამოთვლა?

·          როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში?

·         რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის. ( რომელი მოქმედებაა უპირატესი)?

·          

შენ მიერ შექმნილ პრეზენტაციაში ნაჩვენები უნდა იყოს:

 

·         როგორ არის არითმეტიკული მოქმედებები დაკავშირებული ერთმანეთთან?

·          საჭიროა თუ არა მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვა გამოთვლების შესასრულებლად?

·         შედეგი დამოკიდებულია თუ არა სტრატეგიის შერჩევაზე?

 

    ეკა                                                  მაკა                                         მარიამ

 


შეფასება:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·          კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის და მათი თანმიმდევრობის დაცვა,

·          იმსჯელოს იმის შესახებ, თუ მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი;

·         იმსჯელოს, გამოთვლის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე.

 

 

რეკომენდაციებ ი მოსწავლე

ეგიძლია უყურო ვიდეოებს

 ჰიპერლინკი 1

ჰიპერლინკი 2

 

N 3 კომპლექსური დავალების ბარათი

 

N  3  კომპლექსური დავალების ბარათ

 

მიმართულება: რიცხვებ

სასწავლო თემა: რიცხვები 11-დან 15-მდ

სამიზნე ცნება: : რიცხვები და თანრიგებ

კლასი: I

დრო:  2 კვირა

საკითხები:

• ათეული

• თერთმეტი

 • თორმეტი

• ცამეტი

• თოთხმეტი

 • თხუთმეტი

 • ჯამების შედარება

• სხვაობების შედარებ

საკვანძო კითხვა:

როგორ გამოვიყენოთ რიცხვები ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დავალების პირობა:


 ავალების სათაური:           ჯამბაზი ჯიმბ

 

   ეს არის ჯამბაზი ჯიმბო, რომელსაც ძალიან უყვარს კომპიუტერული თამაშები. ის თამაშობს ორ თამაშს: I - კალათბურთი და II – ჰაერში ბურთების სროლა. 1-ლი თამაშის დროს ჯიმბო ისვრის ბურთებს კალათში. ყოველ ჩაგდებულ ბურთზე მას ეწერება 1 ქულა და კომპიუტერი უმატებს ჩაგდებული ბურთების რაოდენობაზე 1-ით მეტი ქულას. ( მაგ: თუ ჩააგდებს 1 ბურთს დაემატება 1+1 =2 ქულა და გაუხდება 1+2 =3 ქულა, თუ ჩააგდებს 2 ბურთს დაემატება 2+1 =3 ქულა და გაუხდება 2+ 3= 5 ქულა, 3 ბურთზე გაუხდება -- - 3+4=7 ქულა და ა. შ.). ჯიმბო ისვრის 7 ბურთს. მაქსიმალური ქულაა 15. მე-2 თამაშის დროს ჯიმბო ჰაერში ისვრის ბურთებს და იჭერს. ეს ბურთები მას დროდადრო უვარდება ხელიდან. თამაშს იწყებს ყოველთვის 15 ბურთით და ენიჭება 15 ქულა. ხელიდან გავარდნის დროს მას აკლდება გავარდნილი ბურთი და ჯარიმის სახით გავარდნილზე 1-ით მეტი რაოდენობის ქულა. ( მაგ: თუ გაუვარდა 1 ბურთი, კომპიუტერი აკლებს 1+1=2 ქულას და სულ დააკლდება 1+2 =3 ქულა და დარჩება 15-3=12 ქულა თუ გაუვარდება 2 ბურთი, კომპიუტერი დააკლებს 2+1=3 ქულას , სულ დაკარგავს 2+3 =5 ქულას და დარჩება 15- 5 =10 ქულა; 3 ბურთზე დააკლდება 3+4=7 ქულა და დარჩება 15- 7=8;                                      

 

                                        

შენი დავალებაა:

 

1.შეავსე ცხრილები თითოეული თამაშისთვის

 

                                                                 კალათბურთ

 


 

 

3. უპასუხე კითხვებს: კალათბურთის თამაშის დროს

Ø  რამდენი ქულა ემატება ჯიმბოს თითოეულ შემთხვევაში

Ø  რამდენ ქულას აგროვებს თითოეულ ჯერზე;

Ø   შესრულებული ოპერაციები წარმოადგინე მაგალითების სახით;

Ø   ცხრილზე დაკვირვების შედეგად განსაზღვრე რა შემთხვევაში მოიპოვებს ჯიმბო ყველაზე მეტ და ყველაზე ცოტა ქულას? მიუთითე ჩაგდებული ბურთების რაოდენობა.

Ø  რომელია შენთვის ყველაზე სასურველი შემთხვევა?

 

                                 ბურთების ჰაერში სროლისას

Ø  რამდენი ქულა აკლდება ჯიმბოს თითოეულ შემთხვევაში

Ø   რამდენ ქულა რჩება თითოეულ ჯერზე;

Ø   შესრულებული ოპერაციები წარმოადგინე მაგალითების სახით;

Ø  ცხრილზე დაკვირვების შედეგად განსაზღვრე რა შემთხვევაში კარგავს ჯიმბო ყველაზე მეტ და ყველაზე ცოტა ქულას? მიუთითე გავარდნილი ბურთების რაოდენობა.

Ø   რომელია შენთვის ყველაზე სასურველი შემთხვევ

                          უპასუხე კითხვებს

• რამდენი განსხვავებული თაიგული შეადგინე? მათ შორის რამდენია: სამეული, ოთხეული და ხუთეული.

• სამეულების რაოდენობა მეტია თუ ოთხეულების?

 • ოთხეულების რაოდენობა ნაკლებია თუ ხუთეულების?

• შეგიძლია თუ არა სხვანაირად გადალაგება? მოიყვანე მაგალით

3. შეადგინე მსგავსი თამაშის წესები, შექმენი შესაბამისი სათამაშო მაკეტი და წარმოადგინე თამაში პრეზენტაციის დროს.

   

შეფასება:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

• საგანთა კონკრეტულ რაოდენობას შეუსაბამოს კონკრეტული რიცხვი;

 • რიცხვების გამოსახვა სხვადასხვა სახით, მათ შორის ციფრებით, ასო-ნიშნებით;

• დააკავშიროს რიცხვები შესაბამის სახელებსა და აღნიშვნებთან;

• რიცხვების შედარება და ანალიზი.

 

 

 

სტანდარტის შედეგები

მათ.დაწყ.(I).1

 მათ.დაწყ.(I).13

მათ.დაწყ.(I).4

რეკომენდაციებ ი მოსწავლე

https://www.youtube.com/watch?v=u8Y0Xzj-W_I

 შეკრება და გამოკლება - ვიდეო გაკვეთილი https://www.youtube.com/watch?v=WgOHnUk7UUU

რიცხვების შედარება-ვიდეო გაკვეთილ

 

 

 

N 2 კომპლექსური დავალების ბარათი

 

მიმართულება:  რიცხვები

თემა:

სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზ

კლასი: I

დრო: 2 კვირა

საკითხები:

·         გამოკლება

·         რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია?

·         5-მდე შევსება

·         10-მდე შევსებ

საკვანძო კითხვა:

·         როგორ არის შესაძლებელი მოდელზე მუშაობა? (გამომთვლელი რობოტის შექმნა?)

დავალების პირობა:

ავალების სათაური:

                                     გონიერი რობოტუნები ,, რობი და ბოტი“

 

    რობი და ბოტი ჭკვიანი რობოტუნები არიან, რობი ისეა დაპროგრამებული, რომ მასში 1დან 10 დე რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის უკან გიბრუნებს 5 ცალ ბურთს; ხოლო ბოტი იმდაგვარადაა დაპროგრამებული, რომ რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის დაგიბრუნებს 10 ცალ ბურთ

 

                                         შენი დავალებაა:

  • დაადგინო როგორ მუშაობენ ისინი: როგორ ანგარიშობს რობი და ბოტი დასამატებელი ან მოსაკლები ბურთების რაოდენობას ამისათვის დაგჭირდება ცხრილში აღწერო ინფორმაცია რამდენ ბურთს გიმატებენ ან თავისთან იტოვებენ რობოტუნები სხვადასხვა შემთხვევაში. მაგ: 2 ბურთი ჩავარდა რობისთან. მან უნდა დაგვიბრუნოს 5, ეი რობიმ დაამატა 3 ბურთი.

 


 რობი აბრუნებს 5 ბურთ 

 


 

 

 

 

 

 

 

 

ბოტი აბრუნებს 10 ბურთს:

 

 


 

 • შეაფასე რომელი უფრო გონიერია რობი თუ ბოტი?

• შენც შექმენი მსგავსი ჭკვიანი სათამაშო დაარქვი სახელი და თავად მოიფიქრე მათემატიკური თამაში, რომლის მეშვეობითაც მეგობრებთან ერთად ითამაშებ. 93 სათამაშოს დასამზადებლად დაგჭირდება ფერადი ფურცლები მუყაო და წებო, პატარა საგნები, ლეგოები, მონეტები კანფეტები ან სხვა.

 • დავალების დასრულების შემდეგ წარადგინე შენი ნამუშევარი კლასის გამოფენაზ

 

უპასუხე კითხვებს:

• რამდენი სხვადასხვა რიცხვი უნდა აიღო რომ შეასრულო დავალება?.

 • რა რიცხვი დაგჭირდა 1-ის 5-მდე შესავსებად?

• რა რიცხვი დაგჭირდა 2-ის 5-მდე შესავსებად?

• რა რიცხვი დაგჭირდა 3-ის 5-მდე შესავსებად?

• რა რიცხვი დაგჭირდა 4-ის 5-მდე შესავსებად?

• რა რაოდენობა გვჭირდება 1-ის 10-მდე შესავსებად?

 • რა რაოდენობა გვჭირდება 2-ის 10-მდე შესავსებად?

• რა რაოდენობა გვჭირდება 3-ის 10-მდე შესავსებად?

 • რა რაოდენობა გვჭირდება 4-ის 10-მდე შესავსებად?

• რა რაოდენობა გვჭირდება 5-ის 10-მდე შესავსებად?

• რა რაოდენობა გვჭირდება 6-ის 10-მდე შესავსებად?

 • რა რაოდენობა გვჭირდება 7-ის 10-მდე შესავსებად?

 • რა რაოდენობა გვჭირდება 8-ის 10-მდე შესავსებად?

 • რა რაოდენობა გვჭირდება 9-ის 10-მდე შესავსებად?

 

 პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

• რა მოქმედებას ასრულებს რობი და ბოტი შედეგის მისაღებად?

• რა რაოდენობის ბურთები უნდა ჩავარდეს რობოტუნებში, რომ ყოველთვის გაზარდონ მოცემული რაოდენობა?

• რა რაოდენობის ბურთები უნდა ჩავარდეს რობოტუნებში, რომ ყოველთვის შემცირდეს მოცემული რაოდენობა?


 

 

შეფასება:

მოსწავლეს შეუძლია:

• რაოდენობის ამოცნობა

• დაინახოს კავშირი რიცხვებსა და რაოდენობებს შორის.

• რიცხვების შეკრება

• რიცხვების გამოკლება

 • რიცხვების ტოლობა

• მეტობა- ნაკლებობა ცნებები სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება

 • მიმატება-გაზრდა

• გამოკლება-შემცირე