სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლის IIზ კლასის მოსწავლეებისათვის, 2018 წლის ოქტომბრის ბოლო ორშაბათიდან, იწყებს მუშაობას უფასო ლიტერატურული წრე ,,,წიგნიერი’’ (I სემესტრის განმავლობაში),რომ-ლის მიზანია: მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგებისა და გააზრების უნარის განვითარება;კითხვის ტექნიკის გაძლიერება;ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის,მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა .
საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს, ასევე მრავალფეროვან რესურსებს. შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, პარასკევს, მეხუთე გაკვეთილზე. დრო: 15:05-15:50 ( 45 წუთი).
წრის მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ლიანა გელოვანი .
No comments:
Post a Comment