საწრეო მუშაობის პირველი დღე : 02.11.2018.
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები. კერძოდ: მოსწავლემ შეძლოს გააზრების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება; ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციების მოძიება; მარტივი თხრობითი ტექსტის დაწერა.
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები. კერძოდ: მოსწავლემ შეძლოს გააზრების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება; ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციების მოძიება; მარტივი თხრობითი ტექსტის დაწერა.
საწრეო მუშაობის მეორე დღე: 09.11.18.
ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღევანდელი სამუშაო მიზნები. კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჯისა თუ ტექსტის მიმართ. წერილებიც წაეკითხათ, რომლებიც მისწერეს სულეიმან მეფეს. დამოუკიდებლად წაკითხული მასალის შესახებაც გამოეთქვათ აზრები. ყოველივე ამის განხორციელების შემდეგ გავაცანი წასაკითხი მასალის თემა: გოდერძი ჩოხელის,,ცასწავალა’’.
მესამე საწრეო მეცადინეობა: 16.11.18.
მესამე საწრეო მეცადინეობა: 16.11.18.
გაიმართა მესამე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა თვითონვე ჩამოაყალიბეს მიზნები, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ, უნდა შეძლებოდათ გაცნობილი პერსონაჯის დახასიათება. ავტორისა და პერსონაჯისადმი კითხვების დასმა. გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება წასაკითხი მასალის, კერძოდ, ვასო გულეურის ,,მზესუმზირისა’’ და ლელა ჩირგაძის ,, სპილომ ნატვრა აისრულას’’ მიმართ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართულები. ყველას უნდოდა გამოეხატა თავისი აზრი. შემდეგ კი გავაცანი ასახსნელი მასალა და მიზანი. კერძოდ: ხელი შეეწყობა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ; წერითი მეტყველების განვითარებას. ამას მოახერხებდნენ ტექსტის დამუშავების შემდეგ: ხეთაგურის ,,რა ჩემი საქმეა !’’
საერთო ძალისხმევით დაწერეს ზღაპარი. მასწავლებელი კალმის როლს ასრულებდა მასწავლებელი.
მეოთხე საწრეო მუშაობა - 23.11.18.
საერთო ძალისხმევით დაწერეს ზღაპარი. მასწავლებელი კალმის როლს ასრულებდა მასწავლებელი.
მეოთხე საწრეო მუშაობა - 23.11.18.
გაიმართა მეოთხე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის სამუშაო მიზნები.კერძოდ: ისინი შეძლებდნენ წაკითხული მასალისადმი თავიანთი აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვას და სხვადასხვა ხასიათის ტექსტების დაწერას. მანამდე კი უნდა ესაუბრათ მათ მიერ წაკითხული და დამუშავებული ზღაპრების შესახებ: რა მოეწონათ, რა არა და რატომ. წაეკითხათ მათ მიერ შეთხზული ზღაპრები.
მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას. შემდეგ კი გავაცანი წასაკითხი ტექსტი, კერძოდ: ვაჟა-ფშაველას ,,ის კი არ არის ბიჭობა. ‘’
მეხუთე საწრეო მუშაობა 30.11.18.
გაიმართა მეხუთე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის სამუშაო მიზნები.კერძოდ: ისინი შეძლებდნენ წაკითხული მასალის გაგება-გააზრებას, თავიანთი აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვას, დაწერდნენ თუ როგორ გაგრძელდებოდა მოთხრობა.
სანამ წასაკითხ მასალას შევეხებოდეთ, მანამ მოსწავლეებმა ისაუბეს წინა საწრეო მუშაობისას გაცნობილი ტექსტის შესახებ და წაიკითხეს თავიანთი დაწერილი თემები სათაურით: ,,რა არის ჩემთვის ბიჭობა?! რამდენიმემ სურვილით შერჩეული ლექსიც გადმოსცა . ავარჩიეთ ამ ლექსებში ორი და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თუ რა ნიშნით აირჩიეს ეს ლექსები. რომელი ადგილი მოეწონათ და რატომ?
დადგა დრო ახალი წასაკითხი მასალის გაცნობისა. ეს არის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა: ,,სასაცილო ჩხუბი’’.
მეექვსე საწრეო მუშაობა : 07.12.18.
ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის სამუშაო მიზნები, კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჟისა თუ ტექსტის მიმართ. დასმული კითხვებისთვის წერილობით გაეცათ პასუხები.
სანამ ტექსტზე გადავიდოდით, მანამდე გავიხსენეთ წინა საწრეო მუშაობისას გაცნობილი და სახლში ხელმეორედ წაკითხული მასალა. კერძოდ: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა: ,,სასაცილო ჩხუბი’’. მოკლედ ისაუბრეს რას გვასწავლის ეს ნაწარმოები. გაავლეს პარალელები მსგავსი შინაარსის ტექსტებზე. გამოიტანეს დასკვნები. წაიკითხეს თავიანთი ნამუშევრები, თუ როგორ გაგრძელდება მოთხრობა. გადმოსცეს წაკითხული ტექსტების შინაარსი. ესენია : ,, ჭკვიანი ბოცო ‘’და და ლელა ცუცქირიძის ,,ჟირაფი ჟიჟი’’. გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჟებისა და ტექსტების მიმართ.
მეშვიდე საწრეო მუშაობა -14.12.18.
ჩატარდა
მეშვიდე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი მიზნები.კერძოდ, გაეხსენებინათ
წასაკითხი მასალა, გაეცათ კითხვებზე პასუხი ზეპირად, რაც წერილობით სახლში უნდა შეესრულებინათ, გადმოეცათ
შინაარსი სახლში წასაკითხად მიცემულიი ტექსტებისა. გამოეთქვათ მოსაზრებები, რომელი მონაკვეთები მოეწონათ განსაკუთრებით და რატომ? გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულებები
წაკითხული ტექსტებისადმი. შემდეგ კი შეძლებდნენ მოსმენილი მასალის გაგება-გააზრებას სულხან-საბა ორბელიანის
,,მოძღვარი და მელას’’ მიხედვით.
მერვე საწრეო მუშაობა - 21.12.18.
ჩატარდა მერვე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის სამუშაო მიზნები,
კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა
ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჟებისა თუ იგავ-არაკების მიმართ.შემდეგ კი შეძლებდნენ ტექსტის პერსონაჟების მარტივად
დახასიათებას.ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრებასა და გმირის რუკის შევსებას.
მეცხრე საწრეო
მუშაობა - 28.12.18.
ჩატარდა მეცხრე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღის სამუშაო მიზნები,
კერძოდ: უნდა გვესაუბრა წასაკითხად მიცემული მასალის შესახებ. გამოგვეხატა
ჩვენ-ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები პერსონაჟისა თუ ტექსტების, კერძოდ : იაკობ
გოგებაშვილის ,,კეთილი ამხანაგების ‘’ პერსონაჟების მიმართ. მოეხდინათ მათი დახასიათება გმირის რუკის მიხედვით, გადმოეცათ
დამოუკიდებლად წაკითხული ლელა ქისტაურის ტექსტის ,,ბაბუაწვერას’’ შინაარსი. შემდეგ კი შეძლებდნენ ახლად მოსმენილი მასალის გაგება-გააზრებასა და დასკვნის გამოტანას.
პირველი სემესტრის ბოლოს
მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობა და სურვილი გამოთქვეს მეორე სემესტრშიც განვაგრძოთ მუშაობა.
ხალხური ზღაპარი-,,მებადურის შვილი. '',კითხველთა თეატრი.
მე და ჩემმა უსაყვარლესმა ბავშვებმა მშობლებისათვის ჩავატარეთ წარმოდგენა ,,მკითხველთა თეატრის’’ მეთოდის გამოყენებით. თემა იყო ქართული ხალხური ზღაპარი ,,მებადურის შვილი’’. მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი მიზანი, შეფასების კრიტერიუმები, გაინაწილეს როლები, დავამზადეთ მშობლებისათვის აფიშა, მოსაწვევები და გავმართეთ წარმოდგენა. მუშაობა დისკუსიის საშუალებით შევაჯამეთ.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ამ მეთოდით მუშაობა. მშობლებმაც გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი წარმოდგენით მათი შვილები გამართული კითხვის, ყურადღების კონცენტრაციის, მოსმენისა და მეტყველების უნარების განვითარებას შეძლებენ.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მშობელი დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი შვილის სწავლა-აღზრდის საქმეს. აქვთ ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ახარებთ ერთმანეთის წარმატება. გვერდში მიდგანან მეც, როგორც დამრიგებელს და ცდილობენ შვილები ჩართონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობენ მათ გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მშობელი დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი შვილის სწავლა-აღზრდის საქმეს. აქვთ ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ახარებთ ერთმანეთის წარმატება. გვერდში მიდგანან მეც, როგორც დამრიგებელს და ცდილობენ შვილები ჩართონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობენ მათ გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას.
No comments:
Post a Comment